რას წერს თბილისის გოგონათა გუნდი 20 წლის გოგონაზე, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა - კვირის პალიტრა

რას წერს თბილისის გოგონათა გუნდი 20 წლის გოგონაზე, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

25 სექტემბერს თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან უბედური შემთხვევა მოხდა - თბილისიდან შინდისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მატარებლის მემანქანეები უკვე გამოკითხეს.

"გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული ნანუკი ყელბერაშვილია. გოგონა ერთ-ერთ კომპანიაში ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობდა და თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.

მომხდარ ტრაგედიას "ფეისბუკზე" ეხმაურება თბილისის გოგონათა გუნდი.

"... დღეს თბილისის გოგონათა გუნდისთვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ულამაზესი და ერთ-ერთი განსაკუთრებული წევრი - ნანუკი ყელბერაშვილი გარდაიცვალა... სრულიად მოულოდნელად... და დაგვტოვა ამ უსაზღვროდ შემაძრწუნებელ მწუხარებასთან... ვუთანაგრძნობთ მისი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს...

ის ყოველთვის ჩვენი დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი იქნება... იქ... მარადისობაში..." - ნათქვამია თბილისის გოგონათა გუნდის განცხადებაში. (წყარო)