"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!" - კვირის პალიტრა

"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"

"არ შეგრცხვებათ 8 შვილით ქუჩაში რომ დარჩება?! მაქსიმუმ 10.000 დოლარად გაიყიდოს სამტრედიაში მისი სახლი და ნუთუ, ეს ისეთი თანხაა, არ ძალუძს საპატრიარქოს ან ჯანდაცვის სამინისტროს, ან მერიას, ან თვითონ კახა კალაძეს, რომ მისი ქალაქის მსახურ მოძღვარს ეს დაუფინანსოს?!"

ცოტა ხნის წინ ქალბატონმა მაია სტურუამ მოგვწერა, იქნებ "გზამ" შეძლოს ჩვენი დახმარება. მამა ათანასეს დახმარება სჭირდება, რათა ფეხზე დადგომა შეძლოს და 8 ბავშვი არ დარჩეს ობლადო. ცხადია, მის წერილს გულგრილად ვერ წავიკითხავდით და ქალბატონ მაიას ვთხოვეთ, ცოტა უფრო ვრცლად მოეწერა (ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო, ინტერვიუს მოცემას ვერ ახერხებდა) პრობლემის და მამა ათანასეს შესახებ.

წერილის სტილი დაცულია:

"მამა ათანასე არის სამტრედიიდან. იგი 36 წლის გახლავთ. ჰყავს მეუღლე და 8 შვილი. მამა ათანასე სამტრედიის ფერისცვალების ტაძარში მსახურობს. ის არის უთბილესი, უკეთილშობილესი მოძღვარი. მას დიდი ხანია ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გარკვეული დროის მანძილზე, თანხის უქონლობის გამო, სახლში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით მკურნალობა ჩაუტარდა და... საქართველოში არასწორად ჩაუდგეს კათეტერი, რის გამოც თურმე, სითხე გარეთ არ გამოდიოდა, მუცლის ღრუში გროვდებოდა, რამაც გამოიწვია ორგანიზმის სრული მოწამვლა. კომაში იყო, როცა კეთილი ადამიანების დახმარებით, გადაიყვანეს სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევის შედეგად, თურქმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას არასწორად ჰქონდა ჩადგმული კათეტერი და მასში იყო ბაქტერია "ასინეთო" (იმედია, ამ ბაქტერიის სახელს სწორად გწერთ, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

თურქი ექიმების დიდი ბრძოლის შედეგად, მამა ათანასე კომიდან გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთხელ გული გაუჩერდა კიდეც. მამა ათანასეს ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ უფლის წყალობით, ის იბრძვის სიცოცხლისთვის. მას ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია), დონორი მისი დაიკოა. დრო არ ითმენს, ექიმები ოპერაციის დღის დაგეგმვას აპირებენ, მაგრამ თანხაა ამ ოპერაციისთვის საჭირო, რომელიც ოჯახს არ გააჩნია. მამა ათანასეს ახლობლებს არანაირი საშუალება არა აქვთ, რომ საოპერაციოდ აუცილებელი ფული შეაგროვონ. ოპერაციისთვის საჭიროა 120.000 დოლარი. თუ თანხა არ შეიტანეს, იძულებული გახდებიან, მამა ათანასე ასეთ კრიტიკულ, უმძიმეს მდგომარეობაში ისევ საქართველოში, სახლში ჩამოიყვანონ, რაც სიკვდილის ტოლფასი იქნება მისთვის. ის უმძიმეს მდგომარეობაშია. გაგრძელება