"მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი" - რას წერს ფეისბუკში" მომხმარებელი დიმიტრი ტატიშვილზე?
26-09-2018
"მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი" - რას წერს ფეისბუკში" მომხმარებელი დიმიტრი ტატიშვილზე?
დიდ დი­ღომ­ში, ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და ყვე­ლა - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ტა­ტიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი კე­თი­ლი საქ­მე არ იყო. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­მარ უჯ­მა­ჯუ­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ტა­ტიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

"დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აუ­ზით და­ა­მახ­სოვ­რდა. მე კი­დევ ერთს მო­გიყ­ვე­ბით და ეს ამ­ბა­ვი არა­ვინ
იცის. სამ­წუ­ხა­როდ, მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი. სულ მალე, დამ­წყებ დი­ზა­ი­ნერ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ად­გი­ლიც შერ­ჩე­უ­ლი გვქონ­და და მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც. სამ­ზა­დი­სი ზა­ფხულ­ში, ივ­ნი­სის თვი­დან და­ვი­წყე. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, რჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი პრობ­ლე­მა -
გა­ნა­თე­ბა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მი­ვი­კითხ-მო­ვი­კი­თხეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ნა­თე­ბა ძალ­ზე ძვი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა ყო­ფი­ლა და მი­ნი­მუმ 2000 ლარი იყო ამის­თვის სა­ჭი­რო. მივ­ხვდი, რომ ვი­ღუ­პე­ბო­დი.სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყველ­გან გა­ნა­თე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი, ვე­ძებ­დი ნაც­ნო­ბებს, მე­გობ­რებს, ვი­საც ცოტა ია­ფად შე­ეძ­ლო ჩვე­ნი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, მაგ­რამ ამა­ოდ. გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით