"მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი" - რას წერს ფეისბუკში" მომხმარებელი დიმიტრი ტატიშვილზე? - კვირის პალიტრა

"მისი წას­ვლის შემ­დეგ მიხ­დე­ბა მის კი­დევ ერთ სი­კე­თე­ზე სა­უ­ბა­რი" - რას წერს ფეისბუკში" მომხმარებელი დიმიტრი ტატიშვილზე?

დიდ დიღომში, ჯანიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი დიმიტრი ტატიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. იგი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა კორპუსის ბავშვებს ეზოში აუზი დაუდგა. მის შესახებ საუბრობდა ყველა - სოციალური ქსელის მომხმარებლები, თუ ტელევიზიები. როგორც აღმოჩნდა, ეს ტატიშვილის მიერ გაკეთებული ერთადერთი კეთილი საქმე არ იყო. ინტერნეტმომხმარებელი თამარ უჯმაჯურიძე "ფეისბუქზე" ტატიშვილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს:

"დიმიტრი ტატიშვილი საქართველოს ბავშვებისთვის დამონტაჟებული აუზით დაამახსოვრდა. მე კიდევ ერთს მოგიყვებით და ეს ამბავი არავინ იცის. სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ მიხდება მის კიდევ ერთ სიკეთეზე საუბარი. სულ მალე, დამწყებ დიზაინერთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უნდა გამეკეთებინა. ადგილიც შერჩეული გვქონდა და მონაწილეებიც. სამზადისი ზაფხულში, ივნისის თვიდან დავიწყე. ყველაფერი რიგზე იყო, რჩებოდა მხოლოდ ერთი უსერიოზულესი პრობლემა - განათება იყო აუცილებელი.

მივიკითხ-მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ განათება ძალზე ძვირი ფუფუნება ყოფილა და მინიმუმ 2000 ლარი იყო ამისთვის საჭირო. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი.სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან განათებაზე ვლაპარაკობდი, ვეძებდი ნაცნობებს, მეგობრებს, ვისაც ცოტა იაფად შეეძლო ჩვენი პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ამაოდ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "რამდენიმე წლის წინ ძმა გარდაეცვალა" - რას ჰყვებიან დიმიტრი ტატიშვილზე ახლობლები?