"არასდროს მქონია წარმოდგენა იმაზე, რომ გამორჩეულად ლამაზი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"არასდროს მქონია წარმოდგენა იმაზე, რომ გამორჩეულად ლამაზი ვიყავი"

"ამას წინათ ერთ-ერთ ცნობილი ადამიანის მეუღლესთან ერთად მოვხვდი, სიამაყით მითხრა საერთოდ არაფერი არ მისვია სახეზე ასე გამოვედიო, გამეღიმა, შენ რომ გიხარია, სხვა ადამიანს უხარია მოუვლელს რომ გხედავს?"

მას ერთხმად აღიარებენ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და და ელეგანტურ ქალბატონად. წლების განმავლობაში მისი სახელი და გვარი არაერთი გამოკითხვის სათავეში აღმოჩენილა, როგორც ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი.

კირა ანდრონიკაშვილს ულამაზესი ქალებით უხვად დაჯილდოებულ ქართულ კინოში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაყურებელს დღემდე განსაკუთრებით უყვარს მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში " მე ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "ერთი ცის ქვეშ", "მოლანდება" და მრავალი სხვა.

კირა ანდრონიკაშვილი დღესაც შესანიშნავად გამოიყურება, კვლავ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ახლახანს დაამთავრა

გადაღებები რეჟისორ ბიძინა ჩხეიძის ფილმში "ბუდე", რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. კირა ანდრონიკაშვილი Reitingi.ge -ს მკითხველს სილამაზისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებაზე ესაუბრება.

" რა თქმა უნდა ყველაფრის საწყისი გენეტიკაა, მნიშვნელობა აქვს თუ რა გადმოგეცა შენი წინაპრებისგან, არ მინდა იფიქროთ რომ მე ჩემს წინაპრებს ან ოჯახის წევრებს ვაქებ, უბრალოდ ნამდვილად ხელს მიწყობდა გენეტიკა.

იმის მიუხედავად რომ მშობლები, მამიდები (კირა ანდრონიკაშვილის მამიდა - ნატო ვაჩნაძე. 20-30-იანი წლების ქართული კინოს მეგავარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში) თუ სხვა ოჯახის წევრები სილამაზით გამოირჩეოდნენ ამაზე არასდროს არ იყო საუბარი ოჯახში, არასოდეს მახსოვს განხილვები ამასთან დაკავშირებით, მეც არასდროს არ მქონია წარმოდგენა იმაზე რომ გამორჩეულად ლამაზი ვიყავი. თუმცა გენეტიკასთან ერთად აუცილებელია თავის მოვლა, რაც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესისხლხორცებული.

- იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი რჩევები, რას ურჩევს მკითხველს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქალბატონი?

- იცით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, როგორ განეწყობი ამა თუ იმ საკითხის მიმართ, განწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა დიმიტრი უზნაძემ? მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, ეს პირდაპირ აისახება ადამიანის გარეგნობაზე. აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შინაგან სამყაროს.

ასევე საყურადღებოა დასვენების კულტურა, რომელიც უნდა გამოიმუშაო ადამიანმა, მე მაგალითად როდესაც ჩემს შვილებს ვზრდიდი არასოდეს მყოლია დამხმარე, ყოველთვის ყველაფერს მარტო ვუძღვებოდი, მაგრამ ამის პარალელურად აუცილებლად მქონდა ჩემი საქმე რითაც ვიყავი დაკავებული და როდესაც ვიღლებოდი, აი ვთქვათ როდესაც პატარები მყავდნენ ბავშვები, მთელი დღის გaნმავლობაში ძალიან დავიღალე და ვიცი რომ საღამოს თეატრში ან გამოფენაზე ვარ წასასვლელი ამ დროს აუცილებლად 10-15 წუთი წამოვწვებოდი ხოლმე, ამ დროს ერთგვარი გადატვირთვა ხდება და ეს შეიძლება ხანგრძლივ ძილსაც უდრიდეს, 15 წუთიანი წათვლემა, შემდეგ ავდგებოდი და წავიდოდი თეატრსა თუ ოპერაში.

ასევე ძალიან დიდი ძალა აქვს მაგარ ჩაის, ყველას ვურჩევ, იცით ზოგჯერ ახალგაზრდებს ჩაის განსაკუთრებულ ძალაში ეჭვი ეპარებათ ხოლმე, მაგრამ თავად დარწმუნდებიან მის საოცარ თვისებებში. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი