რა აკავშირებდათ ბავშვობაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლესა და კახა კალაძეს?
რა აკავშირებდათ ბავშვობაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლესა და კახა კალაძეს?
ფოტო:ეკატერინე ხვედელიძე და კახა კალაძე
ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა გე­დე­ნი­ძე 2011 წლის 6 თე­ბერ­ვლამ­დე სამ­ტრე­დი­ის #3 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, სკო­ლა­ში 21 წლი­სა მი­ვი­და მას­წავ­ლებ­ლად. შემ­დეგ სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე გახ­და და ბოლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. სკო­ლი­დან გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის ბრძა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­ლდათ. დი­რექ­ტორს სკო­ლი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის, ნანა ივა­ნიშ­ვი­ლის და რძლის, ვე­ნე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვეს, რა­ზეც არ და­თან­ხმდა. ამ სკო­ლა­ში, რო­მელ­საც ბევ­რი წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, კახი კა­ლა­ძე, მისი გარ­დაც­ვლი­ლი
ძმა ლე­ვან კა­ლა­ძე და ბი­ძი­ნა
ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე სწავ­ლობ­დნენ.

ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას დიდ­ხანს ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ის თავს იკა­ვებ­და. ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში შვი­ლებს ეს­ტუმ­რა. უფ­რო­სი შვი­ლი - ვახ­ტანგ სტუ­რუა, ექი­მია. უმ­ცრო­სი - ზვი­ა­დი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­კა­რეა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გორ მოხ­ვდა ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ოჯა­ხი
სამ­ტრე­დი­ა­ში?

- ხვე­დე­ლი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ა­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვი­და. ეკას მამა ფე­დია ხვე­დე­ლი­ძე დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, თხე­მით ტერ­ფამ­დე ინ­ტე­ლი­გენ­ტი, რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე. იგი რა­ი­ო­ნის მთა­ვარ ექი­მად და­ი­ნიშ­ნა. ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს აკე­თებ­და, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. ბა­ტო­ნი ფე­დია წარ­სულ­ში კარ­გი კა­ლათ­ბურ­თე­ლიც ყო­ფი­ლა. სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ, თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ თა­მა­შობ­და ბა­ტო­ნი ფე­დია თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებ­თან.

- ეკას დე­და­ზე გვე­სა­უბ­რეთ...
- ქალ­ბა­ტო­ნი ლუდა ხვე­დე­ლი­ძე მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის პე­და­გო­გი გახ­ლდათ. ეს უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის უზა­დო გამ­ტა­რე­ბე­ლი იყო. ამ კაც­თმოყ­ვა­რე და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯახ­მა უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა და სულ მალე სამ­ტრე­დი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა.

ბა­ტონ ფე­დია ხვე­დე­ლი­ძეს და ქალ­ბა­ტონ ლუ­დას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ: ირმა და ეკა. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. არ მახ­სოვს თუნ­დაც ერთი დღე, ქალ­ბა­ტონ ლუ­დას გო­გო­ნე­ბი თა­ვად არ მო­ეყ­ვა­ნა სკო­ლა­ში და თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს არ გა­სა­უბ­რე­ბო­და.
ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე
- გო­გო­ნე­ბი რო­გორ სწავ­ლობ­დნენ?
- სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და­დი­ოდ­ნენ: მოს­წავ­ლის ფორ­მით და სას­კო­ლო ჩან­თით. ფრი­ა­დებ­ზე სწავ­ლობ­დნენ. აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ მე ახალ­ბე­და, დამ­წყე­ბი პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი და ბავ­შვებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ, ბრწყინ­ვა­ლედ მღე­როდ­ნენ. იყ­ვნენ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი. მახ­სოვს, მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის რა­ი­ო­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ირმა მექ­სი­კუ­რი ცეკ­ვის სო­ლის­ტი იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბრმა­ნაწ­ლა­ვის სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. სკო­ლის დი­რექ­ცი­ის თხოვ­ნით, ოლიმ­პი­ა­დის გრა­ფიკ­მა გა­და­ი­წია. ირ­მამ სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკას, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სათ­ნო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ბავ­შვი იყო. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ეკა თეთ­რი წინ­საფ­რი­თა და თეთ­რი ბაფ­თით, უნი­ჭი­ე­რე­სი და არა მარ­ტო სწავ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ში. ყვე­ლა სა­განს თა­ნა­ბა­რი მონ­დო­მე­ბით სწავ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო ენე­ბი, ბი­ო­ლო­გია და ის­ტო­რია უყ­ვარ­და. უყ­ვარ­და ხელ­საქ­მე, ჩი­ნე­ბუ­ლად ქსოვ­და. გაგრძელება



ამერიკელი
25 ნოემბერი 2018 21:15
ესეიგი კომუნისტების დროს ექიმს უფასოდ/მინასავით ამუშავებდნენ? თვიტონ არ ესმის რას ლაპარაკობს, და ახლა დაუჯერე რომ ვიღაცა ადამიანი, რომელთანაც უშუალო შეხება არ ქონია, "თავიდან ფეხებამდე ინტელიგენთი იყოო".
აა
02 ოქტომბერი 2018 16:45
ხედავ შენ ,საიდან მოდის ....კახუნია
ვაა
01 ოქტომბერი 2018 19:27
რაო, კომუნისტების დროს უფულოდ აკეთებდა ოპერაციებსოო

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები