"სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს! აი, მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა ხმალი"
"სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს! აი, მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა ხმალი"
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ ცნობილ მსახიობს, კახი კავსაძეს დავუკავშირდით... ცნობილია, რომ კახი კავსაძეს პოლიტიკაზე საუბარი არ უყვარს და ყოველთვის თავს იკავებს, მაგრამ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და თავის აზრი გულახდილად გაგვიზიარა...

- ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, გეტყვით, რომ თუ თქვენ ადამიანი გძულთ, დამიჯერეთ, რომ თქვენც სძულხართ სხვას! ამიტომ აუცილებელია ერთმანეთი შევიყვაროთ, დღეს ეს ძალიან გვჭირდება...

- ბატონო კახი სამი შვილის დედა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს და მას გარკვეული პერიოდის გატარება ცხინვალის
იზოლატორში მოუწევს...

- ჩვენ რა ვქნათ, ხალხმა ხმალი ამოვიღოთ, დავდგეთ გზაზე და ჰარიჰარალე ვიძახოთ?! რა უფლება მაქვს ვინმეს ჭკუა ვასწავლო?! ვისაც დავალებული აქვს ეგ საქმე, ფიქრობს და დარდობს, მათ უნდა მიხედონ! ხალხი ხომ ვერ გამოვალთ ჯოხებით და დავერევით მტერს?!

- საპრეზიდენტო კანდიდატებზე გკითხავთ... ხელისუფლება მხარს
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უჭერს. რა აზრის ხართ მასზე?
- როგორი აზრის ვიქნები ქალზე, რომლისთვისაც საქართველო იყო ყოველთვის მთავარი და ჩვენს ქვეყანაზე ფიქრით ცხოვრობდა მუდამ?! ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია! მე თვითონ შევესწარი რამდენიმე რჯულის ხალხში რომ იდგა და ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ჩემზე ამაყი იმ წუთში არავინ იყო, როცა ვხედავდი ქალი ხუთ სხვადასხვა ენაზე როგორ უხსნიდა ყველაფერს. უბედნიერესი ვიყავი მისი შემყურე!

- მაშინაც ამაყი ხართ, როდესაც ქართულად კარგად ვერ საუბრობს და საშინელ შეცდომებს უშვებს?
- აჰ, ქართულად ვერ ლაპარაკობს კარგად, ჩემო ბატონო? რას მელაპარაკებით, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს, აი, ხმალი მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა!

- სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას გვეტყოდით... გრიგოლ ვაშაძეს თუ იცნობთ პირადად?
- დიახ, - ძია კახის მეძახის... სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან მეჩქარება!


maris
13 დეკემბერი 2018 16:41
მტერი კი არა მოყვარეა სალომე მტერი ნაცხროვა არის საქართველო გაყიდეს ამ ურჯულოებმა და სალომეს ეძახი მტერს? უსირცხვილოვ იქნებ კახის შეეჯიბრო შეფასებაში?
iason dabneuli
06 ოქტომბერი 2018 12:20
ეჰ, კახი, კახი, ამ ქალბატონზე საძაგლობები რომელმა კანდიტატმა ილაპარაკა ერთი???
მიმი
05 ოქტომბერი 2018 14:34
პრობლემა თავშია და არა მეტყველებაში......

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები