"ირინკას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ბუა გა­ნიც­დის" - ვინ არის და რას საქმიანობს კახი კავსაძის ულამაზესი შვილიშვილი
"ირინკას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ბუა გა­ნიც­დის" - ვინ არის და რას საქმიანობს კახი კავსაძის ულამაზესი შვილიშვილი
ფოტოგალერეა
ტელეკომპანია "იმედის" შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" კახი კავსაძის შვილიშვილის ირინკა კავსაძის გამოჩენას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ულამაზესმა გოგონამ პირველივე ეპიზოდში საუკეთესოდ იცეკვა და მაყურებლის გულიც უცებ მოიგო. პროექტში მისი მეწყვილე მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილია. ირინკა 9 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, თუმცა გოგონა მშობლიურ ენაზე გამართულად ლაპარაკობს. "ამე­რი­კა­ში სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ, სახ­ლშიც ამ ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ქარ­თუ­ლი
მა­ვი­წყდე­ბო­და, შინ ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კი ამიკ­რძა­ლეს", - ამბობს ირინ­კა. გოგონა მსახიობებია და აშშ-ში იმ თეატრში მოღვაწეობს, რომლსაც მამამისი ირაკლი კავსაძე ხელმძღვანელობს.

ირინკას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან, თურ­მე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ბუა გა­ნიც­დის.

რო­გორც ირინ­კამ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მისი მსა­ხი­ო­ბო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ტად მის­მა მა­მი­დამ, ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძემ გან­სა­ზღვრა. ძმის­შვილ­ზე ambebi.ge-სთან
ქალბატონმა ნანუკამ განაცხადა:

"ირინ­კა მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ხში­რად ხდე­ბა, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას ირ­ჩე­ვენ. მარ­თლაც გან­სხვა­ვე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ზარ­და. გარ­და ამი­სა, მის შემ­თხვე­ვა­ში, არის გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რაც რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც არ­სე­ბობს. ამ ბავ­შვში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ვე­ბი შო­რი­დან მო­დის. მისი პა­პის მამა, გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი ლოტ­ბა­რი სან­დრო კავ­სა­ძე გახ­ლდათ. და­თაშ­კა კავ­სა­ძე (ასე­ვე ლოტ­ბა­რი) კი - პა­პის მამა. კა­ხო­ზე (კახი კავ­სა­ძე, - ავტ.) არა­ფერს ვამ­ბობ, ბე­ბი­ის, ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლის მხრი­დან ფეს­ვებ­ზე - ბე­ლას მამა ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა...
ირინკა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი
მოკ­ლედ, ირინ­კას გე­ნე­ტი­კა არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით და­ხუნ­ძუ­ლია, მაგ­რამ მას არა მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, თვი­თონ პი­როვ­ნუ­ლად არის სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მშრო­მე­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნა. ხან­და­ხან გვა­ო­ცებს იმით, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარს თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი გზა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარ­გია, რომ ასე გა­მოს­დის ეს, ამას­თან, სა­შინ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რეა.

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი აქვს, რომ პრო­ფე­სი­ა­ში მყა­რად გან­ვი­თარ­დეს. იცის, რომ რთუ­ლია, - ეს მის­თვი­საც მით­ქვამს, თუმ­ცა უკვე დიდი გზა გა­ი­ა­რა. ვა­შინგტონ­ში თე­ატ­რში დი­ლი­დან დი­ლამ­დე შრო­მო­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და კარგ პრო­დუქ­ცი­ას ქმნი­ან. ირინ­კა იქ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრშია... აქე­დან 9 წლის იყო, იქ რომ წა­ვი­და, სა­დაც გა­ი­ზარ­და. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ო­ცებს, ის არის, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თუ­ლი ენა სულ არ და­ვი­წყე­ბია და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობს.

- ირინ­კას ბე­ბია მსა­ხი­ო­ბი ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, დე­დათ­ქვე­ნი ვახ­სე­ნეთ. რო­გორ ფიქ­რობთ, ჰგავს თუ არა ბე­ბი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი?

- გა­რეგ­ნუ­ლად არა, უფრო ბა­ბუ­ას ჰგავს. მას დე­და­მი­სის­გან ბევ­რი კარ­გი რამ აქვს აღე­ბუ­ლი და ამას­თან, ჰგავს კი­დეც... ბე­ლას ბუ­ნე­ბით და ხა­სი­ა­თით ვამ­სგავ­სებთ. ყველ­გან, სა­დაც უნდა მი­ვი­დეს, პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებს და ვფიქ­რობ, სწო­რედ ამ მთა­ვარ­ში ბე­ბი­ას ნამ­დვი­ლად ჰგავს.

- ირინ­კას მა­ყუ­რე­ბე­ლი ცოტა ხან­ში მა­სობ­რი­ვად პრო­ექ­ტით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნობს. თქვენ მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?
- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. და­მი­რე­კა და მკი­თხა, - რო­გორ მო­ვიქ­ცეო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დად არ ვარ შო­უ­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ყვე­ლა შოუს და ნა­მუ­შე­ვარს რა­საკ­ვირ­ვე­ლია ვა­ფა­სებ, პა­ტივს ვცემ. თან­ხმო­ბა თით­ქმის პა­უ­ზის გა­რე­შე ვუ­თხა­რი. ვფიქ­რობ, რომ აქაც უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ აქა­უ­რო­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მის გო­ნე­ბა­სა და გულ­ში ერთი წა­მი­თაც არ შეც­ვლი­ლა არა­ფე­რი. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ვუ­თხა­რი, ჩა­მო­დი-მეთ­ქი. წყარო


იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?