"ირინკას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ბუა გა­ნიც­დის" - ვინ არის და რას საქმიანობს კახი კავსაძის ულამაზესი შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"ირინკას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ბა­ბუა გა­ნიც­დის" - ვინ არის და რას საქმიანობს კახი კავსაძის ულამაზესი შვილიშვილი

ფოტოგალერეა

ტელეკომპანია "იმედის" შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" კახი კავსაძის შვილიშვილის ირინკა კავსაძის გამოჩენას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ულამაზესმა გოგონამ პირველივე ეპიზოდში საუკეთესოდ იცეკვა და მაყურებლის გულიც უცებ მოიგო. პროექტში მისი მეწყვილე მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილია. ირინკა 9 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, თუმცა გოგონა მშობლიურ ენაზე გამართულად ლაპარაკობს. "ამერიკაში სკოლაში რომ შევედი, ინგლისურის სწავლით ბედნიერი ვიყავი, ამიტომ, სახლშიც ამ ენაზე ვსაუბრობდი, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ ქართული მავიწყდებოდა, შინ ინგლისურად ლაპარაკი ამიკრძალეს", - ამბობს ირინკა. გოგონა მსახიობებია და აშშ-ში იმ თეატრში მოღვაწეობს, რომლსაც მამამისი ირაკლი კავსაძე ხელმძღვანელობს.

ირინკას კონკურსში მონაწილეობას ოჯახის წევრებიდან, თურმე, ყველაზე მეტად ბაბუა განიცდის.

როგორც ირინკამ ინტერვიუში აღნიშნა, მისი მსახიობობა ყველაზე მატად მისმა მამიდამ, ნანუკა ხუსკივაძემ განსაზღვრა. ძმისშვილზე ambebi.ge-სთან ქალბატონმა ნანუკამ განაცხადა:

"ირინკა მსახიობების ოჯახში დაიბადა, ხშირად ხდება, რომ ასეთ ოჯახში დაბადებულები მსახიობის პროფესიას ირჩევენ. მართლაც განსხვავებულ ატმოსფეროში გაიზარდა. გარდა ამისა, მის შემთხვევაში, არის გენეტიკური ფაქტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც რეალურად მართლაც არსებობს. ამ ბავშვში სახელოვნებო ფესვები შორიდან მოდის. მისი პაპის მამა, გენიალური ქართველი ლოტბარი სანდრო კავსაძე გახლდათ. დათაშკა კავსაძე (ასევე ლოტბარი) კი - პაპის მამა. კახოზე (კახი კავსაძე, - ავტ.) არაფერს ვამბობ, ბებიის, ბელა მირიანაშვილის მხრიდან ფესვებზე - ბელას მამა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა...

ირინკა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი

მოკლედ, ირინკას გენეტიკა არტისტული ბუნებით დახუნძულია, მაგრამ მას არა მხოლოდ გენეტიკურად აქვს ეს ყველაფერი, თვითონ პიროვნულად არის საოცრად მოსიყვარულე, მშრომელი და ნიჭიერი გოგონა. ხანდახან გვაოცებს იმით, როგორი ადამიანების მოსიყვარულეა. არანორმალურად უყვარს თავისი არჩეული გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ასე გამოსდის ეს, ამასთან, საშინლად შრომისმოყვარეა.

მოკლედ, ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ პროფესიაში მყარად განვითარდეს. იცის, რომ რთულია, - ეს მისთვისაც მითქვამს, თუმცა უკვე დიდი გზა გაიარა. ვაშინგტონში თეატრში დილიდან დილამდე შრომობენ. ძალიან მნიშვნელოვან და კარგ პროდუქციას ქმნიან. ირინკა იქ მოვლენების ეპიცენტრშია... აქედან 9 წლის იყო, იქ რომ წავიდა, სადაც გაიზარდა. რაც ყველაზე მეტად მაოცებს, ის არის, რომ უცხო ქვეყანაში ქართული ენა სულ არ დავიწყებია და გამართული ქართულით ლაპარაკობს.

- ირინკას ბებია მსახიობი ბელა მირიანაშვილი, დედათქვენი ვახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა ბებიას შვილიშვილი?

- გარეგნულად არა, უფრო ბაბუას ჰგავს. მას დედამისისგან ბევრი კარგი რამ აქვს აღებული და ამასთან, ჰგავს კიდეც... ბელას ბუნებით და ხასიათით ვამსგავსებთ. ყველგან, სადაც უნდა მივიდეს, პოზიტივს ასხივებს და ვფიქრობ, სწორედ ამ მთავარში ბებიას ნამდვილად ჰგავს.

- ირინკას მაყურებელი ცოტა ხანში მასობრივად პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნობს. თქვენ მხარი დაუჭირეთ მის შოუში მონაწილეობას?

- რასაკვირველია. დამირეკა და მკითხა, - როგორ მოვიქცეო. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ვარ შოუების მოყვარული, ყველა შოუს და ნამუშევარს რასაკვირველია ვაფასებ, პატივს ვცემ. თანხმობა თითქმის პაუზის გარეშე ვუთხარი. ვფიქრობ, რომ აქაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ აქაურობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. უცხოეთში ცხოვრების შემდეგ მის გონებასა და გულში ერთი წამითაც არ შეცვლილა არაფერი. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ვუთხარი, ჩამოდი-მეთქი. წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო