ბუბა კიკაბიძე: "ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდა, ალბათ დავტოვებ ქვეყანას!"
ბუბა კიკაბიძე: "ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდა, ალბათ დავტოვებ ქვეყანას!"
"ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფისთვის შეუდარებია და რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე, ამდენს რომ ვეძებდით მის საფლავს"

"თუ საქართველოში კიდევ ასე გაგრძელდა, ძალიან ბევრი წავა ამ ქვეყნიდან და მეც წავალ! მე 80 წელს გადავაბიჯე და ჩემი წასვლა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა!" - გვითხრა ბუბა კიკაბიძემ, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

- კვლავაც ცხინვალის იზოლატორში რჩება საკუთარი ბაღიდან გატაცებული სამი
შვილის დედა, ეს ხომ საშინელებაა, მთავრობა ამაზე დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს! ეს არის მთელი ქვეყნის სირცხვილი! რა გვეზეიმება, როდესაც ქართველი ქალი ცხინვალის იზოლატორში კაცმა არ იცის რა დღეში ჰყავთ! მე ახლა კახეთში ვარ, ჩემთვის თბილისობაზე არავის დაუძახია, რადგან იცოდნენ რომ არ მივიდოდი! არ რეკავენ,
რადგან იციან უარს ვიტყვი ამ ზეიმებზე!

- ისე თქვენი, ხელოვანების პროტესტიც არსად გვინახავს გატაცებული ქალის მხარდასაჭერად...
- იცით რაშია საქმე? - თუ ამაში ხელოვანები უნდა ჩაერიონ, მაშინ ეს არის ქვეყნის, მთავრობის ძალიან დიდი სირცხვილი! ხელოვანებმა თუ ციხიდან ქალი გამოვიყვანეთ, ქვეყანა აღარ გვქონია! მთავრობა უნდა ფიქრობდეს დ აკეთებდეს ყველაფერს, მე როგორც ვხედავ, არაფერსაც  არ ფიქრობენ და არც აკეთებენ! ვიმედოვნებ, რომ ამ ქალბატონს დიდხანს ციხეში აღარ გააჩერებენ. სირცხვილი ის არის, როცა ქალი მოიტაცეს და ჩვენთან ზევით მთავრობაში ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს! სამარცხვინო ამბავია სამი ბავშვი რომ გულგადაცივებული ელის დედას როდის დაუბრუნებენ!

- თქვენი კოლეგების უმეტესობა, ისევე როგორც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს... თქვენ რა აზრის ხართ?
- არ გეცინებათ, როდესაც მაგ კითხვას მისვამთ?! რუსეთთან ყოფნა თუ გვინდოდა, ისედაც ვიყავით, იქედან არავინ გვაგდებდა! რუსეთი თავს არ გვანებებს და ამიტომ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ ისევ საომარ მდგომარეობაში, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ! ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ახლაც რუსეთს უჭერს მხარს! ეს არის სამშობლოს ღალატი!

- სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს გულისხმობთ და ამას თქვენს კოლეგებზეც ამბობთ?
- დიახ, ყველაზე ვამბობ! მათზე ვამბობ, რომლებსაც სურთ ისევ ვაშლი გაყიდონ რუსეთში... ან თავისუფლები უნდა ვიყოთ, ან მონები! სალომე ზურაბიშვილის ხელში მგონია რომ თავისუფლები ვერ ვიქნებით! რასაც მე ვუსმენ, აშკარაა რომ პრორუსული ქალია! ბიძინა ივანიშვილს თამარ მეფისთვის შეუდარებია და რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე, ამდენს რომ ვეძებდით მის საფლავს!

- რას იტყოდით კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე?
- ხომ არ გექნებათ, რომ მომაწევინოთ? - ეგ არის ჩემი უკანასკნელი ნატვრა... ეს ირონიით და ისე კი ძალიან შეძრწუნებული ვარ! ქართველებს ერთი უბედურება გვჭირს: სიგლახეს მალე ვითვისებთ! ეგღა გვაკლია ჩვენთან მარიხუანას პლანტაციები ავაბიბინოთ... იძახიან ისრაელს და დიდ ბრიტანეთს აქვსო და ჯერ ბრიტანული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, მარიხუანაზე მერე ვიფიქროთ! მე ერთი რამ ვიცი! როგორც კი აქ მარიხუანას პლანტაციები იქნება – ექიმი, მძღოლი, მასწავლებელი თუ მუშა, ყველა მოწეული ივლის 24 საათი! პლანტაცია, რომ იქნება, ვიდრე ექსპორტზე გავა, უმეტესობა აქვე გვერდზე გაიყიდება!

- თქვენ როდისმე მოგიწევიათ?
- კი, ახალგაზრდობაში მომიწევია და საშინელებაა! არავის ვურჩევ მოწიოს! თან გვაბოლებენ სამედიცინო კანაფზე ვლაპარაკობთო... მარიხუანა არის მარიხუანა! რაც არ უნდა ეცადო, ვერ გააკეთილშობილებ მის მავნე თვისებებს!

- აშკარაა, რომ ქვეყანაში არაფერი არ მოგწონთ... რას ისურვებდით?
- მე ერთ რამეს ვიტყვი, არჩევნებზე ყველა უნდა გავიდეთ და ჩვენს სასურველ კანდიდატს მივცეთ ხმა, მაგრამ სახლში ნუ დავრჩებით! იქ გამოჩნდება, რამდენად ვვარგივართ, გვინდა გვქონდეს თავისუფალი ქვეყანა,  თუ - არა! ისე მიდის ყველაფერი, რომ თავისფლებას დავკარგავთ მალე! ძალიან ცუდ თემებზე ვსაუბრობთ და უკვე ნერვები მეშლება! თუ საქართველოში კიდევ ასე გაგრძელდა, ძალიან ბევრი წავა ამ ქვეყნიდან და მეც წავალ! მე 80 წელს გადავაბიჯე და ჩემი წასვლა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა!



(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (25)
ვალიკო
14 ოქტომბერი 2018 23:28
მოიცა,სად მიდიხარ ტოო!
11 ოქტომბერი 2018 13:18
ასე თუ ყველამ დატოვა ქვეყანა ვის დარჩება საქართველო
მადონა
11 ოქტომბერი 2018 13:04
ბატონო ბუბა უდაოდ გიყვართ საქართველო და პატრიოტი ხართ,მაგრამ არ გინდათ პოლიტიკა ,ის თქვენი საქმე არ არის მიხედეთ თქვენს საქმეს და ჯანმრთელობას ასე აჯობებს
ჯანო
10 ოქტომბერი 2018 16:09
ისევ რუსეთში მიდიხარ?
mmm
10 ოქტომბერი 2018 10:03
ნეტავი უფრო ადრე გეფიქრა მაგაზე.
soxumeli veterani
09 ოქტომბერი 2018 18:29
პრორუსულობაზე თუა ლაპარაკი ბატონო ბუბა, სემბერნარივით თავი რომ აბია, მაგ ვაშაძის ბიოგრაფია თუ იცით? თუ იცით რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა და რა სისტემაში მოღვაწეობდა? ის თუ იცით ბატონო ბუბა, ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატს ბატონ ვაშაძეს, 2008 წლის აგვისტოს გაგანია ომის დროს, რუსული პასპორტი რომ ედო ჯიბეში და რუსეთის მოქალაქე რომ იყო მანამ, სანამ ეს ამბავი არ გაბაზრდა და ლამის სკანდალის სახე არ მიიღო? "რტვაი"- ზე თუ გაქვთ მისი ინტერვიუ მოსმენილი, სადაც თანხმდება წამყვანს იმაში, რომ " სამი ჩტო ესტ რუსკი გრუზინია?" ხოდა თუ არ იცით ამის შესახებ ან არ გსმენიათ რასაც ვწერ, მიიკითხ-მოიკითხეთ და პრორუსულობაზე და რუსეთზე ორიენტაციაზე მერე ილაპარაკეთ. ზურაბიშვილი ნამდვილად არ მეხატება გულზე და ხმის მიცემასაც არ ვაპირებ მისთვის(არა იმიტომ რომ მას რუსეთუმედ ვთვლი, არა! სხვა მიზეზები მაქვს.) მაგრამ სამშოდლოდან წითელ ბოლშევიკურ ურდოს გაქცეული ემიგრანტების შთამომავლის მოხსენიება პრორუსად და რუსეთში გამობრძმედილი ვაშაძის პროდასავლელად, მგონი ცოტა არ იყოს ლოგიკაში ვერ ჯდება და უნამუსობაცაა!!! ეს ისე, რეალურად და არავისტის თვალით რომ შევხედოთ სიტუაციას.
eka
09 ოქტომბერი 2018 18:12
ირანელები საქართველოში რჩებიან, ქართველები კი უცხოეთს აფარებენ თავს, სამარცხვინო მთავრობა....
ზასტაველი
09 ოქტომბერი 2018 17:23
ბატონო ბუბა უბრალოდ სირცხვილია სალომე ზურაბიშვილს პრორუსული უწოდო და ვაშაძეს პროევროპული-გადართე სხვა არხზე ბატონო ბუბა თქვენი ტელევიზორი,თუ რუსთავი ორს შეეზარდა და გაშეშდა?----თქვენ კი ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო ბუბა.
ვა, არ გინდაა?
09 ოქტომბერი 2018 16:37
ვა, არ გინდაა? შენა და, რათა, რათ არ გინდა, შევარდნაძე რომ არ არის, სიგუა, კიტოვანი თუ ჯაბა?...

ვა, ყველაფერი აირიაა?...
Nk
09 ოქტომბერი 2018 16:33
Magari kacia buba genacvale jigarshi

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?