"ფუ­ფუ­ნე­ბაა, ასე­თი რა­ღაც რომ გაქვს ადა­მი­ანს. თქვენ უყუ­რებთ გა­ო­ცე­ბუ­ლი და ჩვენ ვკი­თხუ­ლობთ" - აკა მორჩილაძის ემოციური გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
"ფუ­ფუ­ნე­ბაა, ასე­თი რა­ღაც რომ გაქვს ადა­მი­ანს. თქვენ უყუ­რებთ გა­ო­ცე­ბუ­ლი და ჩვენ ვკი­თხუ­ლობთ" - აკა მორჩილაძის ემოციური გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
9 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­სნა ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი­თაა წარ­დგე­ნი­ლი. ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია გერ­მა­ნი­ა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მი­თაა ჩა­სუ­ლი, ქვეყ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ის მთა­ვა­რი თემა კი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნია.
გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის ფო­კუს­ში ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მა კონ­ცეფ­ცი­ით Georgia Made by Characters / ან­ბა­ნით მო­თხრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო წარ­დგა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, უნი­კა­ლურ ქარ­თულ ან­ბან­სა და უნი­კა­ლურ დამ­წერ­ლო­ბას, მე­ო­რე მხრივ კი ქარ­თულ ხა­სი­ა­თებ­სა და პერ­სო­ნა­ჟებს ეფუძ­ნე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლურ გახ­სნა­ზე სტუმ­რებს შთამ­ბეჭ­და­ვი სი­ტყვით მი­მარ­თა მწე­რალ­მა აკა მორ­ჩი­ლა­ძემ:

"არ­სე­ბობს და­ვი­წყე­ბუ­ლი
კულ­ტუ­რე­ბი, ასე­ვე კულ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მკვდა­რია, მაგ­რამ ცხოვ­რო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, მეც­ნი­ე­რე­ბის მო­წა­დი­ნე­ბით. არ­სე­ბობს დი­ა­დი კულ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აღარც მა­გა­ლი­თად ჭირ­დე­ბა ვინ­მეს, რად­გან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი აქვთ და მათ­თან მი­უწ­ვდომ­ლო­ბის აშ­კა­რა სუ­რა­თი უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის.

მრა­ვალ ასეთ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­სა და სი­ი­ო­ლე-სირ­თუ­ლე­ში არ­სე­ბო­ბენ ძვე­ლი, დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­როს­თვის ან სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი, ან ერ­თე­ულ მოყ­ვა­რე­თათ­ვის
ნაც­ნო­ბი კულ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მომ­კვდა­რან და რა­ღაც მა­ღა­ლი სა­ოც­რე­ბე­ბის წყა­ლო­ბით მო­ვიდ­ნენ 21-ე სა­უ­კუ­ნემ­დე. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ სწო­რედ ასეთ კულ­ტუ­რას წარ­მო­ად­გენ და ამა­ზე ორი სი­ტყვის თქმა შე­გიძ­ლია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არა­ფე­რი, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ, ორი სი­ტყვა:

ეგებ რა­ღაც შო­რე­უ­ლი უც­ნო­ბი კულ­ტუ­რა ვინ­მეს­თვის არა­ფერს ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს ასე­თი სი­ტყვა გვაქვს - „რა­ღა­ცას“ ვე­ძა­ხით ბევრ რა­მეს და ეს მარ­ტო „რა­ღაც“ არ არის ჩვენ­თვის, არა­მედ სი­ცო­ცხლე­საც ნიშ­ნავს.

აი, ასეთ სრუ­ლი­ად უც­ნობ, უმე­ტე­სად პო­ლი­ტი­კუ­რად გა­გე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყო­ფი­ლა უგ­რძე­სი პე­რი­ო­დე­ბი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი დრო­ე­ბი, როცა, ამ ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბას სწო­რედ მისი კულ­ტუ­რა გან­სა­ზღვრავ­და.

ჩემი, რო­გორც ქარ­თვე­ლის ჭკუ­ით, ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი, უც­ნა­უ­რი, ჰუ­მა­ნის­ტუ­რი, მრა­ვალ­გზის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი, მაგ­რამ კულ­ტუ­რა გვაქვს, ამას ვე­ძა­ხით ჩვენ ქარ­თულ კულ­ტუ­რას.

ასე­თი ის­ტო­რი­აა სა­ერ­თოდ. ძვე­ლი, სის­ხლით და სიმ­ძი­მით სავ­სე. თა­ვის შე­ნახ­ვის და გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვია ჩვე­ნი ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ. ამ ამ­ბის სი­კე­თე სხვა არა­მა­ტე­რი­ა­ლურ რა­ღა­ცებ­თან ერ­თად იყო სწო­რედ ჩვე­ნი კულ­ტუ­რა.

მოკ­ლედ რომ ვთქვა, დრა­მით რომ არ დაგ­ღა­ლოთ, (არ არის აქ ამის ად­გი­ლი), დღეს აქ არის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც იცით, ძა­ლი­ან ძვე­ლია, მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის. ჩვენ ვამ­ბობთ - 1500 წლის, ვი­ღაც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ასე ვო­პე­რი­რებთ, მაგ­რამ რაც არ უნდა იყოს, ეს სა­უ­კუ­ნე­ე­ბი არ არის პა­ტა­რა დრო იმის­თვის, რომ იმ­სჯე­ლო რა არის ღი­რე­ბუ­ლი და რა არა.

რო­გორც ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რა, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაც ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.

აი, ის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა, რო­მელ­შიც მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის ამ­ბა­ვია აღ­წე­რი­ლი, (ჩვენ უფრო გვი­ან­დე­ლი ხელ­ნა­წე­რიც გვაქვს) ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბი და სამ­სჯე­ლო იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო­ში მა­ში­ნაც და ახ­ლაც, სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა ჩვენ­თან, იმ ენით, რომ­ლი­თაც და­წე­რი­ლია მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში.

ეს არის მო­თხრო­ბა ქალ­ზე და კაც­ზე, ოჯახ­ზე, ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე, ღმერ­თზე, რწმე­ნა­ზე, პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე, ათას რა­მე­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისეა აღ­წე­რი­ლი, რომ იო­ლად მიხ­ვდე­ბი, ადა­მი­ა­ნის გულ­ში და სულ­ში ეს თხუთ­მე­ტი სა­უ­კუ­ნეა არა­ფე­რი დი­დად არ შეც­ვლი­ლა.

თქვენ იცით, რომ ჩვე­ნი კულ­ტუ­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი არის ან­ბა­ნი, რო­მელ­ზეც ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვლა­პა­რა­კობთ, ამით ვწერ­დით წიგ­ნებს ქარ­თვე­ლე­ბი.

ფუ­ფუ­ნე­ბაა, ასე­თი რა­ღაც რომ გაქვს ადა­მი­ანს. თქვენ უყუ­რებთ გა­ო­ცე­ბუ­ლი და ჩვენ ვკი­თხუ­ლობთ. ამ დროს ჩვენ თქვენ­სას იო­ლად ვკი­თხუ­ლობთ, ეს უპი­რა­ტე­სო­ბა გვაქვს და­მა­ლუ­ლი.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვთარ­გმნი­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბი­დან, სა­ნამ შეგ­ვეძ­ლო, სა­ნამ მშვი­დო­ბა იყო. ჩვენ არ გვთარ­გმნი­და არა­ვინ. ჩვენ ვკი­თხუ­ლობ­დით ყვე­ლა­ფერს და თქვენ - არა­ფერს ჩვენ­სას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ესეც რამ­ხე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბაა.

ჩვენ ვწერთ პრო­ზას, ის­ტო­რი­ა­საც ვწერთ, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის პო­ე­ზი­ის ქვე­ყა­ნა. აქ პრო­ზა­ი­კო­სი რომ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, ვარ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მე არ ვარ პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი ამ ხე­ლო­ბა­ში, რა­საც მწერ­ლო­ბა ჰქვია. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის პო­ე­ზი­ის. ხუმ­რო­ბაა ძველ წიგ­ნებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი, რომ რო­მა­ნის წე­რას უნდა დრო, მა­გი­და, ქა­ღალ­დი... ამ დროს ომია, უბე­დუ­რე­ბაა და ლექ­სი იწე­რე­ბა მუხ­ლზე და­დე­ბულ ქა­ღალ­დზე. უც­ბად. აი, ეს შე­გი­ნა­ხეთ.

უნდა გი­თხრათ, რომ ჩვენ­თან ის­ტო­რი­ულ ქრო­ნი­კებ­საც ლექ­სად წერ­დნენ. რო­მა­ნებ­საც წერ­დნენ ლექ­სად, სა­ხელ­მწი­ფო ქა­ღალ­დე­ბი გვაქვს ჩვენ ლექ­სად და­წე­რი­ლი. ხე­ებ­ზე, ცხვირ­სა­ხო­ცებ­ზე, სას­მი­სებ­ზე, მერ­ხებ­ზე, ეს არის უც­ნა­უ­რი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ახლა რომ გი­თხრათ, მეტ შრო­მას მო­ი­თხოვს, ვიდ­რე პრო­ზის წერა, პრო­ზა ისე­თია - და­ჯე­ქი და ცოტა მოც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის საქ­მეა.

ნუ, სტან­დარ­ტი ასე­თია, პო­ე­ზია მა­ღა­ლია. პო­ე­ზი­ით ცხოვ­რე­ბა ვი­ცით რა­ცაა - კი­დევ უფრო მა­ღა­ლია.

სულ ბოლო დრომ­დე პო­ე­ტი ისე­თი ფი­გუ­რა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის სი­ხა­რულ­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­და. არ­წმუ­ნებ­და იმა­ში, რომ მისი ფიქ­რი მარ­თა­ლი, წრფე­ლი ფიქ­რია და ხე­ლოვ­ნე­ბა დი­ა­დი რა­მეა. შენ იცო­დი, რომ თვი­თონ არ შე­გიძ­ლია და არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შენს ნაც­ვლად შენს ფიქ­რებს გა­მო­ხა­ტავს. გად­მოს­ცემს, გა­მო­იც­ნობს, და ამას მეტი სის­რუ­ლით და ოს­ტა­ტო­ბით აკე­თებს.

პო­ე­ტი ისე­თი ვინ­მე იყო ქვე­ყა­ნა­ში, რომ 20 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ლა­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქი­ის ტრა­დი­ცია აქვს ამ ქვე­ყა­ნას და გვყავს ბევ­რი მეფე, რო­მელ­თა სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვაც არის მათი პო­ე­ზია.

სა­ქარ­თვე­ლოს გაც­ნო­ბა, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა იქ მოგ­ზა­უ­რო­ბით, მაგ­რამ მა­ინც ჯობს ქარ­თულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ მო­გახ­სე­ნოთ თა­ვი­სი ძვე­ლი და უც­ვლე­ლი სათ­ქმე­ლი, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სიყ­ვა­რუ­ლი, მე­გობ­რო­ბა, სირ­თუ­ლე­ე­ბი, სიკ­ვდი­ლი და სი­ცო­ცხლე, ომი და მშვი­დო­ბა, იუ­მო­რი და ტრა­გე­დია ისე­ვე არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი, რო­გორც თქვე­ნი და ამა­ზე ლა­პა­რა­კი და თხრო­ბა ისე შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც ბევ­რს არა­ვის დე­და­მი­წის ზურ­გზე. ამის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი, სამ­ყა­როს­თვის უც­ნო­ბი ტრა­დი­ცია გვაქვს. ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩვე­ნი აღ­სა­რე­ბა­ცაა ჩვე­ნი ოც­ნე­ბა­ცაა ა.შ.

ახლა ასე ლა­მა­ზა­დაც არაა ყვე­ლა­ფე­რი. რად­გან აქ ვართ დღეს, უნდა გი­თხრათ, რომ პო­ე­ტე­ბი და მწერ­ლე­ბი ყო­ველ­თვის უპი­რა­ტე­სი და საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბი იყ­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყო­ველ­თვის იყ­ვნენ, რო­გორც დღეს ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი. მაგ­რამ ამას მათ­თვის არც ყო­ფი­თი ნუ­გე­ში მო­უ­ტა­ნია და ამ ხე­ლო­ბას არა­სო­დეს არ და­უ­ცავს ძნელ­ბე­დო­ბის­გან.

რო­გორც სა­მოც­და­ა­თი ან ორა­სი წლის წი­ნათ, დღე­საც ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­დაყ­ვეს თა­ვის ნა­წერს. ან აქაც არა­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მო­სა­ვა­ლი ეძი­ოს, ან უცხო­ეთს შე­ა­ფა­როს თავი, შე­იძ­ლე­ბა მუშ­ტიც მოხ­ვდეს, შე­იძ­ლე­ბა ქუ­დიც ჩა­მო­ი­ფხა­ტოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­წყრო­მას მო­ე­რი­დოს. აი ამ დიდი, ის­ტო­რი­უ­ლი, რო­გორ გი­თხრათ, და­მან­გრე­ვე­ლი თუ აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მწე­რა­ლი მა­ინც რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მორ­ჩე­ულ ფი­გუ­რად, ეს ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იქ არის, სა­დაც ყვე­ლა არას­დროს არ არის და ამავდრო­უ­ლად, იქ არის, სა­დაც ყვე­ლა ყო­ველ­თვის მო­იყ­რის თავს. ეს არის ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ამ­ბა­ვი".

იხილეთ ვიდეო

ვიდეო: მარიამ ჯანელიძე - იმედი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები