დოჩანაშვილი, ხარანაული, ბუნიათიშვილი, სააკაშვილი და სხვები... - უნიკალური ფოტოები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან - კვირის პალიტრა

დოჩანაშვილი, ხარანაული, ბუნიათიშვილი, სააკაშვილი და სხვები... - უნიკალური ფოტოები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან

"ანბანით მოთხრობილი საქართველო"

როგორც გერმანიიდან იტყობინებიან, ფრანკფურტი საქართველომ მოიცვა. მოგეხსენებათ, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს, რომელიც წელს საპატიო სტუმარია, პავილიონი. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საკუთარ პროგრამას წარუდგენს სახელწოდებით - “ანბანით მოთხრობილი საქართველო” („Georgia Made by Characters“), რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათსა და პერსონაჟებს ეფუძნება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ლიტერატურის და ზოგადად კულტურის ასეთი მასშტაბური პოპულარიზაცია აქამდე არც მომხდარა.

ქართული პავილიონი ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა გახსნა.

ბაზრობაზე, ქართული პავილიონი 1800 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შვიდ სივრცედ იყოფა: მთავარი სცენა, მცირე სცენა, კაფე-ბარი, წიგნების ზონა, ფოტოგრაფიის ოთახი, ტიპოგრაფის ოთახი, აუდიო/ვიდეო სივრცე. პავილიონის დიზაინი გაჯერებულია როგორც ქართული ორნამენტებით, ასევე სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტით. პრემიერი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ქართული პავილიონის გახსნაზე

პირველი სივრცის, მთავარი სცენის, დეკორაციის ინსპირაცია ძველი ქართული - ხევსურული - ორნამენტია. სწორედ ეს სცენა არის მასპინძელი მთავარი კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებებისა და 160 სტუმარს დაიტევს. გერმანელებმა პოეზიის ლეგენდა უწოდეს, ჩემთვის ყველაფრის ლეგენდაა - ამ წარწერით გამოაქვეყნა ლევან ბერძენიშვილმა პოეტ ბესიკ ხარანაულთან ფრანკფურტის ბაზრობაზე გადაღებული ფოტო

პავილიონის მეორე სივრცეა მცირე სცენა. ეს სცენაც ლიტერატურასა და საგამომცემლო ღონისძიებებს ეთმობა. სივრცე 24 სტუმარს მიიღებს. მესამე სივრცეა კაფე. იქ მისული სტუმრები იპოვიან კერძებს როგორც ადგილობრივი სამზარეულოდან, ისე კერძებს ქართული სამზარეულოდან.

მეოთხე სივრცეა წიგნების ზონა. ამ სივრცეში განლაგებული თაროები 800 წიგნზეა გათვლილი. აქვე იქნება გამოყოფილი სივრცე ბავშვებისთვის, სადაც ქართველი ილუსტრატორები მათ არაერთ საინტერესო და თავშესაქცევ აქტივობას შესთავაზებენ. ლევან ბერძენიშვილი და გურამ დოჩანაშვილი მეხუთე სივრცე ფოტოგრაფიის ოთახია. ეს არის ძველი ქართული დარბაზის არქიტექტურის ელემენტებისგან შემდგარი სივრცე. ამ სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს თბილისის ფოტოები. პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ქართული პავილიონის გახსნაზე

მეექვსე სივრცეა ტიპოგრაფი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სივრცეში ყველაზე ახლოს და ხელშესახებად გაიცნობენ სტუმრები ქართულ ანბანს, თითოეულ ასო-ბგერას. საბეჭდი მანქანა, ე.წ. პლოტერი, სამახსოვრო ბარათზე მათ თვალწინ მოხაზავს და დაბეჭდავს მათთვის სასურველ ასო-ბგერას ქართული ანბანიდან. მეშვიდე სივრცე აუდიო/ვიდეო ოთახს ეთმობა. ამ სივრცეში შესულ სტუმარს საშუალება აქვს მოისმინოს როგორ ჟღერს ქართული ანბანი. პავილიონის დიზაინი გაჯერებულია როგორც ქართული ორნამენტებით, ასევე სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ეწვია

ბაზრობის მიმდინარეობისას გამოიფინება რამდენიმე ასეული ქართული წიგნი - მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. ქართულ ლიტერატურას ფრანკფურტში 72 ავტორი წარადგენს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოფენილი ქართული წიგნები შეგიძლია შეიძინოთ biblusi.ge-ზეც