კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი - "გირჩი" დედა ენის" ბაღში მარიხუანის გაყიდვას გეგმავს
კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი - "გირჩი" დედა ენის" ბაღში მარიხუანის გაყიდვას გეგმავს
პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩი" 20 ოქ­ტომ­ბერს, "დედა ენის" ბაღ­ში, კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­თვას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს, მათ შო­რის უცხო­ელ ტუ­რის­ტებს მა­რი­ხუ­ა­ნას შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. ამას­თან, იაგო ხვი­ჩი­ას გან­მარ­ტე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის ფორ­მატ­ზე სა­ბო­ლო­ოდ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

"20 ოქ­ტომ­ბერს "დედა ენის" ბაღ­ში იგეგ­მე­ბა კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი. ამ ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი და ზოგი მათ­გა­ნი მა­რი­ხუ­ა­ნას გა­ყი­დის, ზოგი - იყი­დის.
ჩვენ გვინ­და, ამას და­ახ­ლო­ე­ბით „ქო­ფი­შო­პე­ბის“ ფორ­მა მივ­ცეთ, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი სწო­რი ფორ­მა არის „ქო­ფი­შო­პე­ბი“ და მე­ო­რე ფორ­მა კი ადა­მი­ა­ნის მიერ კულ­ტი­ვა­ცი­ის უფ­ლე­ბის ქონა. ჩვენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დით, მიგ­ვაჩ­ნია, რომ არა­ვის­გან არ გვაქვს ეს უფ­ლე­ბა მო­სა­პო­ვე­ბე­ლი, არა­მედ ვფიქ­რობთ, რომ უფ­ლე­ბა
დაგ­ვიბ­რუ­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და ამ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დღე არის. ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა გარ­თო­ბის, მხი­ა­რუ­ლე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც იქ­ნე­ბა უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი, ამ ქვეყ­ნის უამ­რა­ვი სტუ­მა­რი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­რი­ხუ­ა­ნა არის ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი, მალე გა­ი­გე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა. იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცი­ვი­ლუ­რი აქ­ცია, სა­დაც მათ შო­რის, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბის ეში­ნი­ათ, შე­უძ­ლი­ათ, მო­ვიდ­ნენ, და­აკ­ვირ­დნენ, ნა­ხონ და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საფრ­თხე­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, უბ­რა­ლოდ, მათ თვალ­წინ გაქ­რე­ბა. ჩვენ გვინ­და, რომ ეს ამ ქვეყ­ნის­თვის ერთ-ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე იყოს და ჩვენ­ზე ილა­პა­რა­კოს უცხო­ურ­მა პრე­სამ და­დე­ბი­თი კონ­ტექ­სტით. მე მგო­ნია, რომ მთელ მსოფ­ლი­ოს უნდა და­ვა­ნა­ხოთ, რომ ჩვენ გან­ვსხვავ­დე­ბით", - აღ­ნიშ­ნა იაგო ხვი­ჩი­ამ.

შე­კი­თხვა­ზე, აქვთ თუ არა მო­ლო­დი­ნი, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე ექ­სცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, იაგო ხვი­ჩი­ამ უპა­სუ­ხა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას "გირ­ჩი" იღებს.

„მე მაქვს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ის მო­ლო­დი­ნი ნე­ბის­მი­ე­რი უწყე­ბის­გან, მათ შო­რის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის­გან. მე არ ვე­ლო­დე­ბი იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 5 დღით ადრე ვინ­მემ ტუ­რის­ტე­ბი ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­არ­ბი­ოს. ასეთ რისკს ვერ ვხე­დავ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ მსგავ­სი იმუ­ნი­ტე­ტი არ­სე­ბობს და მე­ო­რე, არ­სე­ბობს ასე­ვე მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რად­გან დიდ ხანი ვე­ლო­დე­ბო­დით იმ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, რო­მელ­ზეც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ამ­დე­ნი გვე­ლა­პა­რა­კა. ამის ნაც­ვლად, ჩვენ გვაქვს სი­ტუ­ა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს­თან თა­ნა­ა­წყო­ბი­ლად სა­უბ­რო­ბენ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე, სა­ხელს უტე­ხენ ამ მცე­ნა­რეს, ებ­რძვი­ან მას. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რად უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ახ­ლაა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, გავ­ხდეთ ცი­ვი­ლუ­რი ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ლისს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი გა­უქ­მე­ბუ­ლია.
ჰაჰა
11 ოქტომბერი 2018 16:43
გთხოვთ დააკონკრეტოთ მართლა დედა ენის ბაღშია თუ "ჩემი დედა მ.." ბაღში.?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები