რამდენმა ქალმა მძღოლმა აიღო ტაქსით მომსახურების ლიცენზია? - კვირის პალიტრა

რამდენმა ქალმა მძღოლმა აიღო ტაქსით მომსახურების ლიცენზია?

თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად ტაქსის მძღოლებზე გაცემულ ნებართვებს, დღეის მდგომარეობით, 18 030 ლიცენზიაა გაცემული.

რაც შეეხება ჯარიმებს, მუმლაძის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურებისთვის 100-ზე მეტ მძღოლს საპატრულო პოლიციამ 200-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა.

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ნებართვის აღება მძღოლებს თბილისის ტაქსის ვებ-გვერდის, იუსტიციის სახლისა და რაიონული გამგეობების დახმარებით შეუძლიათ.

ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

"ინტერპრესნიუსი"