რას ყვება საქართველოზე იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს - კვირის პალიტრა

რას ყვება საქართველოზე იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

იაპონიაში, ტოკიოში მცხოვრებმა ნაოკო ტაჩიბანამ ერთ დღეს "ტვიტერზე" "სამოსელი პირველის" მიერ შექმნილი ქართული სამოსი აღმოაჩინა, რითაც მოიხიბლა და დაინტერესდა, რომელ ქვეყანას ეკუთნოდა ტანსაცმელი. ასე აღმოაჩინა ტოკიოელმა ფოტოგრაფმა გოგონამ საქართველო და მას შემდეგ ჩვენს ქვეყანას უკვე მეოთხედ ესტუმრა.

ნაოკო ტაჩიბანა "ტვიტერზე" ცნობილია, როგორც საქართველოზე "შეყვარებული დეიდა" და სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. AMBEBI.GE-სთან საუბარში წუხს, რომ ძალიან ჭირს იაპოურ ენაზე საქართველოზე ინფორმაციის მოპოვება. ამასთან, ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული იაპონელების კლუბი შექმნა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. აქტიურად თანამშრომლობს იაპონიაში საქართველოს საელჩოსთანაც, თბილისში კი იაპონური ენისა და კულტურის ცენტრთან, რომლის საშუალებითაც გავიცანით კიდეც ეს იაპონელი გოგონა.

ცენტრის წარმომადგენელი ნინო ჭანტურია გვეუბნება, ნაოკოს მიერ ტოკიოში მოწყობილი ღონისძიებები ქართულ სამზარეულოს, ქართულ ღვინოს, თბილისის ფოტოსურათების გამოფენას ეთმობა. ღონისძიებებზე, რომელსაც ტოკიოში ატარებს, იაპონელ გოგონას ქართული კაბა აცვია, ამზადებს ქართულ კერძებს და სტუმრებს ასე უმასპინძლდება.

ნაოკოს ქართველი მასპინძლები გვეუბნებიან, რომ გოგონას უკვე ისე უყვარს საქართველო, სადაც მიჰყავთ, ყველაგან სიხარულისგან ტირის, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავსო. ნაოკო ამჟამად მუშაობს, რომ ტოკიოში ქართული რესტორანი გახსნას, რადგანაც აქამდე იქ ქართული რესტორანი არ არსებობდა.

ნაოკო ტაჩიბანა, იაპონელი ფოტოგრაფი:

"თქვენს ქვეყანაზე თავიდანვე ისეთი შთაბეჭდილება შემექნა, გეგონება რაღაც ზღაპარი აღმოვაჩინე და იქ მოვხვდი. ეს ისტორიული სამოსი ხომ სულ საოცრებაა! რეალური არ მეგონა, ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ის სცმოდათ. ქართველები იმდენად ლამაზები ხართ და ტანზე ისე კარგად ირგებთ, რომ ვოცდები. მგონია, როგორც თქვენ, ის სხვა ეროვნების ადამიანს არ მოერგება. განაგრძეთ კითხვა