თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის დევნილების საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სახლში არავინ იმყოფება. მათთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მიემართება სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.