"ამ მთავრობას რა ვუთხარი, ნიკა გვარამიას და მაგნაირებს საერთოდ რომ ხმას აღებინებს.."
17-10-2018
"ამ მთავრობას რა ვუთხარი, ნიკა გვარამიას და მაგნაირებს საერთოდ რომ ხმას აღებინებს.."
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალ ოფიციალურად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს... სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული...


ამ საკითხზე სასაუბროდ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ
2008 წელს უცნაურად გარდაცვლილი ბიზნესმენის დამ მზია პატარკაციშვილმა გვითხრა, რომ თავადაც და დედაც - ნათელა პატარკაციშვილიც შეძრა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა და თავს ცუდად გრძნობენ.

პატ
არკაციშვილების ოჯახთან ახლობლობს ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, ქალბატონი  ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც განვითარებულ პროცესებზე გვესაუბრება:

- ვერაფერს ვიტყვი, რადგან საქმე არ არის ჯერ ბოლომდე მიყვანილი. როცა ბოლომდე მიიყვანენ, მაშინ ვიქნებით ყველა მადლიერი! მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბადრი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა! ყოველთვის იკეთებდა გამოკლევებს და მას არც გული, არც არაფერი აწუხებდა...

- ნიკა გვარამიამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია, არავის ისე არ სძულდა და ეშინოოდა მისი, როგორც მასო…
- ამ მთავრობას რა ვუთხარი, ნიკა გვარამიას და მაგნაირებს საერთოდ რომ ხმას აღებინებს... კანონმა თუ არ იკანონა და არ დაისაჯა ის, ვინც დასასჯელია, ყოველთვის ასეთი ვითარება გვექნება! საწყალი ეს ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, საერთოდ რა ეშველებოდათ?! თვითონ რაღაცას გამოაქვეყნებენ და ის სწორია და თუ რამე არ მოეწონათ, მერე ყველა, ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს ხელს! არ ვიცი რა ნერვები უძლებს რეაქცია რომ არ აქვს ამათ გამოხტომებზე!

ნიკა გვარამიას საერთოდ არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს, მაგან შეთხზა ტექსტი და გაახმაურა ჯერ კიდევ ბადრის სიცოცხლეში, თითქოს ბადრი პატარკაციშვილი გადატრიალებას გეგმავდა... ამიტომ გამკვირვებია ამ ხელისუფლების, რომ მის ახლანდელ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება რომ არ ხდება!

- თქვენ ყოველთვის გვერდით ედექით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს...

- დიახ... მე მათ ბადრის გარდაცვალების შემდეგ დავუახლოვდი, მანამდე მე და მზია პატარკაციშვილი ვმეგობრობდით, რადგან ერთ ფრაქციაში ვიყავით... ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა და ყველა სერიოზული დანაშაული - ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობები უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! თუ უნდათ, რომ წესრიგი დამყარდეს ქვეყანაში! დამნაშავეები კიდევ არიან პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა თუ ძალოვან სტრუქტურაში და ეს არის უბედურება!

- ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ სკანდალურად განვითარებული პროცესების გადასაფარად წამოსწიეს ბადრი პატარკაციშვილის საქმეო...

- ასეთი საუბარი ყოველთვის იქნებოდა, როცა არ უნდა წამოეწიათ... იმდენი ფაილები გაანადგურეს, იმის ნაცვლად რომ დამნაშავეები დაესაჯათ.

კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა სერიოზული დანაშაულის გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ და ამით იმედი ჩაგვისახონ ადამიანებს! მე თოქ-შოუებს არ ვუყურებ, ნერვები რომ შევინარჩუნო! ძალიან ბევრი ისეთი ხალხი ჩანს ხმის ამოღების უფლება რომ არ აქვთ! ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატებსაც რომ გადავხედოთ, ბევრს საერთოდ არ აქვს უფლება, რომ კენჭი იყარონ... ვის ვგულისხმობ, ადვილად მიხვდებით!

(სპეციალურად საიტისთვის)

20 ოქტომბერი 2018 15:21
დარწმუნებული ვარ ნონა რო იყრიდეს პრეზიდენტობაზე კენჭს ძალიან მაღალ პროცენტს აიღებდა ეს არის სიმართლის მებრძოლი ადამინი უყვარს საქართველო უნდა მისი კარგი მომავალი
19 ოქტომბერი 2018 13:38
ვეთანხმები ქალბატონ ნონას ნეტა ყველა ასე საღად აზროვნებდესყველაფერს სიმარტლეს ლაპარაკობს
ქართველი
18 ოქტომბერი 2018 13:51
ჩვენი ნონა! ღირსეული მამულიშვილი, პატრიოტი ქართველი,მრწყინვალე მოჭადრაკე და რაც მთავარია თავის საქართველოზე შეყვარებული ქალბატონი! ნონასთან რა მოსატანია ვიღაცა გვარამიები და ნაცები: ცა და მიწა.

რედაქტორის რჩევით