"საქმეში დასახმარებლად შუაღამისას დუტას გაღვიძება მიხდება" - რას საქმიანობს დუტა სხირტლაძის მეუღლე - კვირის პალიტრა

"საქმეში დასახმარებლად შუაღამისას დუტას გაღვიძება მიხდება" - რას საქმიანობს დუტა სხირტლაძის მეუღლე

პროფესიით მხატვარი, მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლე, მარინა ნაცვლიშვილი საიუვილერო ხელოვნებით ხუთი წლის წინ დაინტერესდა. თავდაპირველად სამკაულს საკუთარი თავისთვის ამზადებდა, მოგვიანებით კი, საზოგადოების მხრიდან გამოჩენილმა ინტერესმა და მოთხოვნამ გატაცება მნიშვნელოვან საქმედ აქცია.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელი სწორედ დუტაა. ჩავრთე კიდეც ამ საქმიანობაში. ძერწვა ეხერხება და ნიმუშებს სანთლით ქმნის. ამ საქმეში დასახმარებლად ხშირად მისი შუაღამისას გაღვიძება მიხდება. მიუხედავად ამისა, უპრეტენზიოდ ასრულებს ხოლმე ჩემს თხოვნას..."

"მუშაობის პროცესი ძალზე არასასურველია ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით თვალების, კბილების, ხელის კანისთვის. მუშაობის პროცესში ჰაერში ისეთი ნივთიერებები ტრიალებს, რომლებიც ჯანმრთელობას ვნებს. მით უმეტეს, რომ სახელოსნოში ჩემთან ერთად 10 ადამიანი მუშაობს. ნამდვილად საზიანოა, თუმცა, ძალიან საინტერესო..."

"დუტა თეატრალურ სარდაფში გავიცანი, სადაც ლევან წულაძემ კოსტიუმების მხატვრად მიმიწვია. გაცნობიდან ძალიან მალე ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ორი შვილი გვყავს - ნინი 20 წლის ხდება, ლუკა კი 14-ის. ნინი პარიზში სორბონის უნივერსიტეტში ვიზუალურ ხელოვნებას, ლიტერატურასა და რეჟისურას სწავლობს. კარგად ხატავს და მღერის. ხელოვნებისადმი ინტერესი, ალბათ, ოჯახის წევრების გავლენა იყო. ჩემი მამაც კომპოზიტორი გახლდათ და არაჩვეულებრივად მღეროდა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 18 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე