"ამ ცხოვრებაში მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ..." - რას წერს ბადრი პატარკაციშვილის და "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ამ ცხოვრებაში მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ..." - რას წერს ბადრი პატარკაციშვილის და "ფეისბუკში"

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი ბოლო დღეებში ბიზნესმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გამოძიებასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ამ ცხოვრებაში მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ როცა გავხსენი გვერდი გამახსენდა წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები, ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ.... დღეს რაღამ შეგაშინათ ხალხო? ნუთუ კომენტარიც არ გაქვთ ასეთ დანაშაულთან დაკავშირებით??? მთელი დღეების განმავლობაში ჭორაობა მიდის ... რა თემაზე აღარ ლაპარაკობთ, ბოროტება, ღვარძლი, ლანძღვა, გინება.. და ა.შ.

ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვეს???

დღესაც გეშინიათ???

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძალიან სამწუხარო!!!!!" - წერს მზია პატარკაციშვილი "ფეისბუკში". (წყარო)