ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილის ამოტრიალდა - კვირის პალიტრა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილის ამოტრიალდა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. შეფერხება ამავე მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილის ამოტრიალებამ  გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები და სამაშვილო ბრიგადები არიან მობილიზებულნი.

როგორც "ინტერპრესნიუსს"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააჯარიმეს.

"დაახლოებით ერთი საათია ვიმყოფები ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. ფაქტობრივად, სატრანსპორტო მოძრაობა არის შეფერხებული, ვერ გადავაადგილდებით. უზარმაზარი სატრანსპორტი რიგია, არ ვიცით, მოძრაობა როდის აღდგება“, - აცხადებენ მოქალაქები.

"ინტერპრესნიუსი"