იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს - კვირის პალიტრა

იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ბარიში 31 წლის ქართველი მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს, ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი baritoday.it ავრცელებს.

გამოცემის წერს, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

ცხედარი ადგილობრივი დროით 7.45 საათზე იპოვეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, წყალში დაიხრჩო, მას სხეულზე ძალადობის კვალი არ აენიშნება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ambebi.ge