"როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ" - კვირის პალიტრა

"როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ"

"მის საქართველოში" მონაწილეობა მამამ გადამაწყვეტინა"

22 წლის მარიამ დონაძე "მეორე ვიცე-მის საქართველო" გახლავთ, რომელიც მოდელობის პარალელურად, სწავლობს, აეროპორტში მუშაობს და ღამეების თენება უწევს. გამოგვიტყდა, დასვენების დღეებში ისეთი დაღლილი ვარ, მეგობრებთან ერთად გართობის სურვილიც კი არ მაქვსო. მოდელს უძილობა გარკვეულ პრობლემებს უქმნის...

ფოტოგალერეა

ინიციატორი მამა

- როცა "მის საქართველოს" კონკურსზე გავდიოდი, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მქონდა, რომ გარეგნობის გარდა, პროფესიონალური კუთხით, საკუთარი თავის სწორად რეალიზება უნდა შემძლებოდა. კონკურსში მონაწილეობა მამამ გადამაწყვეტინა. თავად "მის საქართველოზე" გამოსვლის ინიციატივას ვერასდროს გამოვიჩენდი, ასე თავდაჯერებულიც არ გახლდით.

- მოდელობაც მამის ინიციატივით დაიწყე? - მოდელობა ჩემი სურვილი იყო. მინდოდა, საზღვარგარეთ კონტრაქტები მქონოდა და მქონდა კიდეც (შანხაიში, იტალიაში), მაგრამ ამ ყველაფერს სწავლა ვარჩიე. სილამაზის კონკურსებში მცირე ასაკიდან ვმონაწილეობდი. 2010 წელს, როცა საქართველოში "მის თინეიჯერის" კონკურსი პირველად ჩატარდა, გავიმარჯვე. ძალიან გამიხარდა. ცხოვრებაში პირველად, სიხარულისგან ვტიროდი! კოსტა-რიკაში, "მის უნივერს თინეიჯერის" კონკურსზე გავემგზავრე, სადაც 50 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, 7 ნომინაცია გაიცა და ერთ-ერთ - "მის მოდელი" მე მივიღე. შემდეგ, პატარ-პატარა კონკურსებში ვმონაწილეობდი... 17 წლის ვიყავი, როცა საქართველოში "მის ბიკინის" კონკურსი ჩატარდა და გავიმარჯვე, ბოლოს კი "მის საქართველო" იყო... "მის საქართველოს" კონკურსისგან განსხვავებით, სამოდელო სფერო არ ითხოვს, რომ ძალიან ლამაზი იყო - კარგი ტანი უნდა გქონდეს, პარამეტრებში "ჯდებოდე", ნიჭიერი იყო, კამერასთან მუშაობა იცოდე... არ ვიცი, რამდენად ნიჭიერი ვარ, მაგრამ ფოტოგრაფების მხრიდან ვგრძნობ, რომ რაღაც მონაცემები მაქვს. სამოდელო სფეროში 12 წლიდან აქტიურად ჩართული გახლდით. "მის საქართველო" ისეთ სილამაზესთან ასოცირდება, რომ მასში მონაწილეობაზე არ ვფიქრობდი. საკუთარ თავს ზედმეტად კრიტიკულად ვაფასებ.

სწორი კვება - თავის მოვლის პირველი საშუალება

- მალაიზიაში, კონკურსზე - "მის ტურიზმი" 19 ნოემბერს მივემგზავრები. კონკურსი 6 დეკემბერს იგეგმება. რა თქმა უნდა, წარმატების იმედი მაქვს. მაქსიმალურად ვემზადები. ეს საპასუხისმგებლო საქმეა. როცა ქვეყნის სახელით მონაწილეობ, ვალდებული ხარ, შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო, რომ თუნდაც ის ტიტული გაამართლო, რაც გაქვს. სამზადისს რაც შეეხება, ვცდილობ, სწორად ვიკვებო. თავის მოვლის პირველი საშუალება ჩემთვის სწორი კვებაა. ღამით ვმუშაობ და ისე გამოძინებას ვერ ვახერხებ, როგორც მოდელისთვისაა საჭირო.

საქმე

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მენეჯმენტის განხრით) ვსწავლობ. სწავლას წელს ვამთავრებ. ამჟამად, აეროპორტში ვმუშაობ - გადაზიდვების აგენტი ვარ. ვცდილობ, სწავლა და საქმე ერთმანეთს შევუთავსო. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახური მაქვს. სამუშაო მეხმარება, უკეთ გავიცნო საკუთარი თავი, ჩემი თვისებები გავაანალიზო. ადამიანები ვართ - ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ ვიქნებით, მაგრამ როცა მგზავრი მოდის, ვალდებული ვარ, პირადი პრობლემა მას არ ვაგრძნობინო. ემოციური ინტელექტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ თავდაპირველად, ჩემთვის მუშაობის დაწყების მიზეზი შემოსავალი იყო, ასევე - გამოცდილების შეძენაც, რადგან როცა ვაკანსიები ცხადდებოდა, ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ. სადაც მივედი, მეკითხებოდნენ, - აბა, რა გამოცდილება გაქვსო? მიმაჩნია, რომ აეროპორტში მუშაობა მცირე გამოცდილება არ არის, რადგან ბევრი გასაუბრება, ტრენინგი ჩაგვიტარდა. ჩვენი კომპანია თანამშრომლების განვითარებაზე ძალიან ზრუნავს. დროთა განმავლობაში, როცა შიდა სფეროს, თანამშრომლებს, სიტუაციას გავეცანი, უკვე მომწონს, რასაც ვაკეთებ, თორემ თავიდან რომ მივედი, მომწონდა და მსიამოვნებდა-მეთქი, ვერ ვიტყვი - ღამეების თენება არავის სიამოვნებს (იღიმის)...

- ღამისთევები შენს გარეგნობაზე როგორ აისახება? სამოდელო საქმიანობაში პრობლემებს არ გიქმნის? გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა