"15 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი ვართ, უკვე ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა რა­ღა­ცე­ბი. პროექტში მონაწილეობაზე მეუღლისთვის არ მით­ქვამს" - კვირის პალიტრა

"15 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი ვართ, უკვე ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა რა­ღა­ცე­ბი. პროექტში მონაწილეობაზე მეუღლისთვის არ მით­ქვამს"

მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც მეგაშოუ "ცეკვავენ ვარკვლავების" ერთ-ერთი კონკურსანტია, ამბობს, რომ წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდა, თუმცა წელს შოუდან მიღებულ შემოთავზებას დასთანხმდა, რადგანაც ამისკენ სხვა მონაწილეებმაც უბიძგეს:

"ჯერ ერთი, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და მეორე, ისეთი დეტალები, რაც თუნდაც ჩაცმის სტილს ეხება, თამამ კოსტიუმებს, ვიცი, რომ არ მიხდება და ამის გამო უარს ვამბობდი...

ახლა კი, არ ვნანობ, რომ დავთანხმდი, ჯერ ორი ლაივი იყო და უკვე ბევრი რამ ვისწავლე. თან, მთელი ცხოვრება ვაპირებდი ვარჯიში დამეწყო და ვერ მოვახერხე, აქ ახლა ისე ჩავები, დღეში 5-6 საათი აქტიურად ვვარჯიშობ. მოკლედ, ცეკვა-ცეკვით ვვარჯიშობ. აქამდე კონკურსში არასდროს მიმიღია მონაწილეობა და თურმე უდიდესი გამოცდილება ყოფილა. რაღაც ბრძოლისუნარიანი გავხდი, ცოტა დამოუკიდებელიც. არც ისეთი პატარა ვარ და წარმოიდგინეთ, ცეკვას ახლა ვსწავლობ, აქამდე მსაგავსი რამ არ გამომიცდია" - გვეუბნება ჩხეიძე და გვიმხელს, რომ პროექტმა ლამის 10 წლით გაახალგაზრდავა და წლები მოაკლო.

"მინდა, პროექტში რამდენი ხანიც დავრჩები, მაყურებლის წინაშე კარგად გამოვიდე. იმაზე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ფინალში მოვხვდე. მით უფრო, რომ არიან კონკურსანტები, რომლებიც ჩემზე გაცილებით კარგად ცეკვავენ. თან, მაღიზიანებს ადამიანები, თავისზე ნიჭიერ ადამიანს რომ ეჭიდავებიან. ამას არ ვაპირებ, თუმცა შეიძლება თანდათან ისე კარგად გამომივიდეს ცეკვა, რომ ვთქვა - არა, ახლა მეც ძალიან კარგად ვცეკვავ...

იმასაც გეტყვით, რომ რთული აღმოჩნდა ცეკვის ილეთების სწავლა, რადგანაც არასდროს, არც ერთი დღე არ მიცეკვია. ტანის, ხელის დაჭერა, ხომ ელემენტარულია, მაგრამ გამიჭირდა. მაგრამ როცა პროექტში ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა დროს გიცეკვია თუ არა, უნდა შეძლო. ამიტომ, რამდენი ხანიც ვიქნები, მინდა, ლამაზი ცეკვა წარმოვადგინო" - გვეუბნება მომღერალი.

როგორც ნინო ამბობს, ცეკვებმა სცენაზე უფრო უკომპლექსო გახადა. პროექტმა მეტი თავისუფლება მისცა.

"რამდენიმე დღის წინ ისრაელში კონცერტი მქონდა და ბევრად ლაღი ვიყავი. ასე რომ, პროექტს შემდეგ საკუთარ თავს აუცილებლად ვაიძულებ, ცეკვით ფიზიკურ აქტივობას. კი, ცეკვას უცილებლად გავაგრძელებ!

ჩემი კონცერტები და საგასტროლო პროგრამა ერთი წლით ადრე მქონდა გაწერილი, ამიტომ, ამ შოუს მსვლელობისას, შუალედებში ფრენა მიწევს და რეპეტიციებზე 2 დღე მაკლდება, თუმცა წუწუნიც არ მომწონს. ამჯერად ჩემთვის მავარი მიზანი ის არის, რომ ლამაზი ნომერი წარმოვადგინო. ამაზე ვარ ორიენტირებული და ჯერჯერობით ამის გამო მინდა პროექტში ყოფნა. ჯერ მინდა პროექტში ყოფნა და კარგი ნომრების წარმოდგენა" - ამბობს ჩხეიძე. გაგრძელება