იმუნოონკოლოგია - მთავარი გზა კიბოს დამარცხებისკენ - კვირის პალიტრა

იმუნოონკოლოგია - მთავარი გზა კიბოს დამარცხებისკენ

"იმუნოთერაპიის მიზანია იმ მოლეკულის აღმოჩენა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს საბოლოოდ გაანადგურებს"

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონსა და იაპონელ ტასუკუ ჰონჯოს გადაეცა. მათ გამოიგონეს პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის უჯრედებს სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაში ეხმარება. ნობელით დაჯილდოების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სიმსივნე დამარცხდა.

კაცობრიობამ მართლა დაამარცხა თუ არა კიბო? რა მიმდინარეობაა იმუნური ონკოლოგია და ხელმისაწვდომია თუ არა კიბოსთან ბრძოლის უახლესი მეთოდები საქართველოში? ამ თემებზე პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე გვესაუბრა, რომელიც 2008 წლიდან ავთვისებიან სიმსივნეთა ეტიოლოგიის საკითხებზე მუშაობს და საერთაშორისო სამედიცინო ფორუმებზე მისმა კვლევებმა უკვე სამჯერ მიიღო უმაღლესი ჯილდო. ბოლოს 2018 წლის აგვისტოში, ავსტრალიაში, მსოფლიოს ონკოლოგთა შეხვედრაზე იმუნური ონკოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს ფონენდოსკოპით დააჯილდოეს.

- იმუნოთერაპია მკურნალობის უნივერსალური მეთოდია, რადგან ერთი მედიკამენტი ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. მედიკამენტის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ლიმფოციტები აქტიურდებიან და პროგრამირდებიან, მოკლან ყველა უჯრედი, რომელშიც ონკოლოგიური პრობლემაა. დღეისათვის აქტიურად გამოიყენება ექვსი იმუნოთერაპიული საშუალება. მათი დახმარებით ებრძვიან მეტასტაზურ მელანომას, ღვიძლის პირველად კიბოს, ფილტვის არაწვრილუჯრედოვან კიბოს, თირკმელების ავთვისებიან სიმსივნეებს, შარდის ბუშტის კიბოს, თავ-კისრის სიმსივნეებს და სხვადასხვა ტიპის ლიმფომას. მსოფლიოში 130-ზე მეტი კლინიკური კვლევა მიმდინარეობს უფრო ფართო სპექტრით და ძლიერმოქმედი იმუნოთერაპიული მედიკამენტების შესაქმნელად. სწორედ ეს არის ელისონისა და ჰონჯოს აღმოჩენის ძირითადი არსი. ამ მეცნიერებმა შეძლეს ონკოლოგიაში სიკვდილიანობის შემცირება. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ კაცობრიობამ კიბო დაამარცხა.

- მკურნალობის ამ მეთოდს აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები? მათი გამოცდის შედეგები რისი პროგნოზირების საშუალებას იძლევა? - იმუნოთერაპიას ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს, ვიდრე ქიმიოთერაპიას. იმუნოთერაპიული საშუალებები ორგანიზმისათვის უცნობი ცილებია და შესაბამისად, მკურნალობას მეტ-ნაკლებად ახლავს ყველა ის გვერდითი მოვლენა, რასაც ორგანიზმში უცხო ცილების მოხვედრა იწვევს... თუმცა, თითქმის ყველა გვერდითი მოვლენა მართვადია. მკურნალობის შედეგად მიღებული სტატისტიკური შედეგები საიმედოა. იმუნოთერაპიის მიზანია იმ მოლეკულის აღმოჩენა, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს საბოლოოდ გაანადგურებს. რამდენიმე წელია, იმუნოთერაპია წარმატებით გამოიყენება საქართველოშიც. ზოგი პრეპარატი ჩვენთანაც რეგისტრირებულია. პრობლემაა მკურნალობის სიძვირე... ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ფონდიდან თანხის მოზიდვით მუშაობს მედიკამენტის ფასის დასაკლებად და პაციენტებისათვის ინდივიდუალური პაკეტების შესაქმნელად.

- კიბოს შორს წასული ფორმების ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია? - შესაძლოა, დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ, მაგრამ მისი აგრესიული თვისების გამო პაციენტი უფრო მალე გარდაიცვალოს, ვიდრე იმავე, მაგრამ კარგი თვისების სიმსივნის შორს წასულ სტადიაზე, ამიტომაც ყოველ შემთხვევას რაციონალური მიდგომა სჭირდება. იმუნოონკოლოგია შორს წასულ სტადიებსაც ეფექტიანად მკურნალობს. მალე ავსტრალიის, იაპონიისა და საფრანგეთის სამედიცინო ორგანიზაციების ხელშეწყობით ასეთ პაციენტებს საქართველოშიც შეეძლებათ იმკურნალონ.

- რა არის პერსონალიზებული მედიცინა? - ეს არის უზუსტესი მედიცინა, ახლებური მიდგომა დაავადების მკურნალობისა და პრევენციისთვის და ითვალისწინებს თითოეული ადამიანის გენების, გარემოსა და ცხოვრების სტილის ინდივიდუალურ ცვალებადობას. ეს პრაქტიკა ამჟამად მასშტაბურად მხოლოდ იაპონიაში გამოიყენება და ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. გააქტიურდა ამერიკაც - 215 მლნ დოლარი გაითვალისწინეს პერსონალიზებული მედიცინისთვის. მკვლევრები, პროვაიდერები და პაციენტები ერთად იმუშავებენ ინდივიდუალიზებული მკურნალობის სისტემის შესაქმნელად. ე.წ. კოჰორტულ სამუშაო ჯგუფში ამერიკელ ონკოლოგებთან ერთად მეც ვმუშაობ. პროგრამა არა მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებებით შემოიფარგლება, ზუსტი მედიცინით ეცდება ზემოქმედებას ბევრ დაავადებაზე, მათ შორის დიაბეტზე, კარდიოლოგიურ და ალცჰაიმერის დაავადებებზე, სიმსუქნესა და მენტალურ პრობლემებზე, დეპრესიაზე, შიზოფრენიაზე... კოჰორტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადებებისგან განკურნება, არამედ სიცოცხლის განმავლობაში ჯანმრთელობის შენარჩუნება. _ imunoTerapia mkurnalobis universaluri meTodia, radgan erTi medikamenti yvela tipis avTvisebiani simsivnis samkurnalod gamoiyeneba. medikamentis saSualebiT adamianis organizmSi limfocitebi aqtiurdebian da programirdebian, moklan yvela ujredi, romelSic onkologiuri problemaa. dReisaTvis aqtiurad gamoiyeneba eqvsi imunoTerapiuli saSualeba. maTi daxmarebiT ebrZvian metastazur melanomas, RviZlis pirvelad kibos, filtvis arawvrilujredovan kibos, Tirkmelebis avTvisebian simsivneebs, Sardis buStis kibos, Tav-kisris simsivneebs da sxvadasxva tipis limfomas. msoflioSi 130-ze meti klinikuri kvleva mimdinareobs ufro farTo speqtriT da Zliermoqmedi imunoTerapiuli medikamentebis Sesaqmnelad. swored es aris elisonisa da honjos aRmoCenis ZiriTadi arsi. am mecnierebma SeZles onkologiaSi sikvdilianobis Semcireba. jer ver vityviT, rom kacobriobam kibo daamarcxa.

_ mkurnalobis am meTods aqvs Tu ara gverdiTi efeqtebi? maTi gamocdis Sedegebi risi prognozirebis saSualebas iZleva?

_ imunoTerapias naklebi gverdiTi movlenebi aqvs, vidre qimioTerapias. imunoTerapiuli saSualebebi organizmisaTvis ucnobi cilebia da Sesabamisad, mkurnalobas met-naklebad axlavs yvela is gverdiTi movlena, rasac organizmSi ucxo cilebis moxvedra iwvevs... Tumca, TiTqmis yvela gverdiTi movlena marTvadia. mkurnalobis Sedegad miRebuli statistikuri Sedegebi saimedoa. imunoTerapiis  mizania im molekulis aRmoCena, romelic simsivnur ujredebs sabolood gaanadgurebs. ramdenime welia, imunoTerapia warmatebiT gamoiyeneba saqarTveloSic. zogi preparati CvenTanac registrirebulia. problemaa mkurnalobis siZvire... jandacvis saministro sxvadasxva fondidan Tanxis mozidviT muSaobs medikamentis fasis dasaklebad da pacientebisaTvis individualuri paketebis Sesaqmnelad.

_ kibos Sors wasuli formebis efeqturi mkurnaloba SesaZlebelia?

_ SesaZloa, daavadeba adreul stadiaze aRmovaCinoT, magram misi agresiuli Tvisebis gamo pacienti ufro male gardaicvalos, vidre imave, magram kargi Tvisebis simsivnis Sors wasul stadiaze, amitomac yovel SemTxvevas racionaluri midgoma sWirdeba. imunoonkologia Sors wasul stadiebsac efeqtianad mkurnalobs. male avstraliis, iaponiisa da safrangeTis samedicino organizaciebis xelSewyobiT aseT pacientebs saqarTveloSic SeeZlebaT imkurnalon.

_ ra aris personalizebuli medicina?

_ es aris uzustesi medicina, axleburi midgoma daavadebis mkurnalobisa da prevenciisTvis da iTvaliswinebs TiToeuli adamianis genebis, garemosa da cxovrebis stilis individualur cvalebadobas. es praqtika amJamad masStaburad mxolod iaponiaSi gamoiyeneba da Zalian karg Sedegebs iZleva. gaaqtiurda amerikac _ 215 mln dolari gaiTvaliswines personalizebuli medicinisTvis. mkvlevrebi, provaiderebi da pacientebi erTad imuSaveben individualizebuli mkurnalobis sistemis  Sesaqmnelad. e.w. kohortul samuSao jgufSi amerikel onkologebTan erTad mec vmuSaob. programa ara mxolod onkologiuri daavadebebiT Semoifargleba, zusti mediciniT ecdeba zemoqmedebas bevr daavadebaze, maT Soris diabetze, kardiologiur da alchaimeris daavadebebze, simsuqnesa da mentalur problemebze, depresiaze, Sizofreniaze... kohortisTvis mniSvnelovania ara mxolod daavadebebisgan gankurneba, aramed sicocxlis ganmavlobaSi janmrTelobis SenarCuneba.

eka lomiZe