"ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა..." - რას ყვება გიორგი ჩაკვეტაძის დედა
"ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა..." - რას ყვება გიორგი ჩაკვეტაძის დედა
ლატვიის ნაკრების კარში გატანილმა გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული ღირსეულად დაიმსახურა.

გარდა ამისა გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლის ავტორი, რომელიც ლატვიის კარში გატანილ გოლს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ Sportall.ge-ს გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე ესაუბრება:

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ფეხბურთზე
სიარული გიორგიმ?

- ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია დაგვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

სკოლაში როგორ სწავლობდა, როგორი ბავშვი
იყო?

- კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს.

- ხომ არ ჰქონდა მცდელობა სხვა პროფესიაშიც ეცადა ბედი?

- იმდენად კარგ საფეხბურთო მონაცემებს ფლობს, ამის მცდელობა ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს და ძალიან ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ სფეროში. იხილედ სრულად

მისი სვლა ეხლა იწყება.
20 ნოემბერი 2018 11:08
ძალიან კარგი თუ ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. გააფუჭებენ და ბაქი-ბუქიობაზე გადაუვა . მერე თავში ავარდნამდე ერთი ნაბიჯია.
ნაკლებად იკითხოს მასზე დაწერილი სტატიები და გააგრძელოს ასე, თავმდაბლურად მაგრამ პროფესიონალურად ფეხბურთის თამაში.
ეტყობა ჭკვიანი და მშრომელი ბიჭია. ახალ ე.წ. მეგობრებსაც მოერიდოს.
nona
20 ნოემბერი 2018 08:41
წარმატებები სულ წინ და წინ
ნანუკა
20 ნოემბერი 2018 00:26
წარმატებებიიიი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები