სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება - კვირის პალიტრა

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალში, ქალაქი რუსთავიც შესაძლოა, მიებას თბილისის მეტროს.

"დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, თბილისის აგლომერაცია ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით თბილისის მეტროს მოვაბათ. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი", - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო