"ცო­ლი­ა­ნი ვარ უკვე ერთი წე­ლია" - ვინ არის გიორგი ვარდოსანიძის რჩეული? - კვირის პალიტრა

"ცო­ლი­ა­ნი ვარ უკვე ერთი წე­ლია" - ვინ არის გიორგი ვარდოსანიძის რჩეული?

ცოტა ხნის წინ გიორგი ვარდოსანიძემ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, წარწერით: "ბიძა გავხდი". როგორც აღმოჩნდა ბავშვებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეუბნებიან კიდეც, რომ კარგი მამა იქნება. შეიძლება, მამობაზე საუბარი ცოტა ადრეა, თუმცა, როგორც გვითხრა, უკვე ერთი წელია, ცოლიანია და საყვარელ ქალთან, იულია აირაპეტიანთან ერთად ცხოვრობს.

- ქალები შენს ცხოვრებაში...

- ალბათ, ყველაზე დიდი "კაიფი" ეგაა ჩემთვის, ადრენალინისა და ენდორფინების მანიაკი ვარ. სექსზე დიდი "კაიფი" ჩემთვის არ არსებობს. ეგ და მოტოციკლი შეიძლება, დავაყენო ერთად. ბევრჯერ უთქამთ, მექალთანე ხარო, ჯერ ამისხნან, რა არის მექალთანე და კი, ბატონო... როცა თავისუფალი ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემ გვერდით ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი ყოფილიყო და იყო კიდეც. თუ მექალთანეობა ისაა, როცა დღეს ერთთან გაქვს ურთიერთობა და ხვალ სხვასთან, მაშინ კი ბატონო, ვარ მექალთანე, მაგრამ ეს ყოველთვის გარკვეული იყო, არასდროს არავინ მომიტყუებია.

- ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის. ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა, ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. მისი დისშვილია ეს ბავშვი, ვისი ბიძაც გავხდი. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვილაპარაკო, თუმცა არ ვმალავ.

- ქმარი გიორგი როგორია?

- არ ვიცი, ის ამბობს, რომ კარგია. სხვანაირად ავსტრალიიდან ხომ არ ჩამოვიდოდა?! 23 წელი რომ იქ ცხოვრობ, აქ ჩამოხვალ? ყველანაირად ვცდილობ, რომ კომფორტი შევუქმნა იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, თუნდაც ის, რომ აქ ჩამოვიდა. იხილეთ სრულად