"ივანიშვილებმა ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები" - სად და როდის გაიმართება ბერას ქორწილი?
"ივანიშვილებმა ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები" - სად და როდის გაიმართება ბერას ქორწილი?
ბიძინა ივანიშვილს და ანსამბლ "ერსიონის" ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს უკვე ათწლეულებია დიდი მეგობრობა აკავშირებთ... ისიც ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი "ერისიონის" კონცერტებს თითქმის ყოველთვის ესწრება. ბატონმა ჯემალმა ამ ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რაოდენ მოსწონს ბატონ ბიძინას მათი შემოქმედება.

"ძალიან მოსწონს ჩვენი ანსამბლი! გენიოსი კაცია, სასწაული პიროვნება! თავისი ქვეყნისთვის გადადებული და მოყვარული! მახსოვს, მითხრა: პარიზში თქვენი 24 კონცერტიდან 22-ს დავესწარიო... ძალიან უყვარს და კარგად ერკვევა ქართულ ფოლკლორში. ჩვენი ერთ-ერთი ურთულესი დადგმა
ისე გაარჩია, ვუთხარი, - ბატონო ბიძინა, ასე მგონია, თქვენი დადგმულია, იმდენად კარგად გაიგეთ-მეთქი... სუფრასთანაც ძალიან სასიამოვნოა მასთან ერთად ყოფნა, ძალიან კომუნიკაბელურია. თითით საჩვენებელი, უმშვენიერესი ოჯახი აქვს. გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში ასეთი ხალხი! ბიძინა ივანიშვილი ვაჟის - ბერას გაბედნიერებით ძალიან ძალიან გახარებულია, აქებდა გადასარევი ოჯახიშვილიაო..."

შეგახსენებთ, ბერას
რჩეული მომხიბვლელი მოდელი ნანუკა გუდავაძეა, წყვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის. როგორც გაირკვა, ნანუკა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

მშვენიერი საპატარძლო ნანუკა გუდავაძე
ამჯერად ბატონმა ჯემალმა გაგვანდო, რომ ბერა ივანიშვილის ქორწილში ანსამბლი "ერისიონი" სრული შემადგენლობით არის მიწვეული... მისივე თქმით, ქორწილი 11 ნოემბერს, საქართველოში, კოჯორში, კერძოდ, "ბიოლიში", ვიწრო წრეში გაიმართება. თუ რომელი ხელოვანებია კიდევ მიწვეული, ამის შესახებ ჯემალ ჭკუასელი ინფორმაციას არ ფლობს, მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ "სუხიშვილები" არ დაუპატიჟიათ... ამის შესახებ ნინო სუხიშვილსაც ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ქორწილის თაობაზე არაფერი იცის.
ნანუკა გუდავაძე, ბერა ივანიშვილი
თუ რატომ აირჩიეს ეს ადგილი ქორწილისთვის ივანიშვილებმა, ჯემალ ჭკუასელმა განგვიმარტა, რომ სუფთა ჰაერზე სურდათ ქორწილის გადახდა... ცნობილია, რომ ჯემალ ჭკუასელი უბადლო თამადაა და ხშირად უთამადია იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც ყოფილა სუფრაზე, მაგრამ ამჯერად იგი თამადა არ იქნება და ჯერჯერობით არ იცის ვინ უხელმძღვანელებს ბერა ივანიშვილის ქორწილის სუფრას. "ქორწილში მთელი ანსამბლი მიგვიწვიეს, მაგრამ თამადა მე არ ვიქნები", - გვითხრა მან.


(სპეციალურად საიტისთვის)

Nazo gamgebelı
06 ნოემბერი 2018 15:47
Ufalma daglocot mtelı cxovreba ar mogıshalot ufalma jamrteloba sıxarulı da ertmanetıs sıyvarulı ıggegrdzelet da ıxaret mravaljamıerı yofılıyos tkvenı cxovreba
mawaka
26 ოქტომბერი 2018 06:06
gmertma gabednierot gamravldit da sul eseti lamazebi yofiliyavit,gfaravdet wminda giorgi, rac sheexeba erisions,namdvilad daimsaxura am ansablma, vagiarot rom ,,suxidhvilebze nakebi tu ara gauswro kidevac..diax saakashvils erisioni tyveovashi yavda gamoketili, magram aravis xma ar amougia,xoda droa erisionmac icekvos msoflios yvelaze warmatebul cenaze..male New York shic gvenaxos tqveni usazgvrod lamazi shemogmedeba, BATONO JEMAL..
qimso
25 ოქტომბერი 2018 18:44
ბედნიერება ცკვილს,მაგრამ რაში გვაინტერესებს როდის არის ქორცილი საქართველო გადაიქცა ჩორიკნების ბუდედ კველამ ტავის ცხოვრებას მიხედოთ არა

რუბრიკის სხვა სიახლეები