წარმატებული მოდელი და 2012 წლის "მის საქართველო" - თამთა შედანია ამჟამად სატელევიზიო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს. ძლიერი, დამოუკიდებელი, ცხოვრებისგან გამოცდილება მიღებული თამთა გულახდილად გვესაუბრა პროექტზე, შვილზე, სიყვარულზე...ფოტოგალერეა- თამთა, როდის გააცნობიერე, რომ ლამაზი ქალი ხარ?- ალბათ, როგორც ყველა გოგონა, ბავშვობიდან კომპლიმენტებით განებივრებული ვიყავი, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. როდესაც ქალიშვილობის ასაკში შევედი და სამოდელო კარიერა დავიწყე, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვყალიბდი. უკვე ვხედავდი, რომ სილამაზე, გარეგნობა ჩემი "კოზირი" იყო, რომელიც შემეძლო გამომეყენებინა.- შენთვის გარეგნობას რამეში შეუშლია ხელი? - პირიქით, მეხმარებოდა - რადგან მოდელობა გადავწყვიტე, ამ პროფესიისთვის კი მთავარი გარეგნობა, სხეულის ფორმებია. ვერ ვიტყვი, რომ ხელი შემიშალა, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობ ხოლმე, რადგან საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოფნა არ მიყვარს - უბრალოდ, მრცხვენია (იღიმის)...- ინტრიგების, ჭორების მსხვერპლი ყოფილხარ? - კი, ხშირად. ალბათ, ცნობილი ადამიანების თანმდევია, როდესაც მათზე ჭორაობენ. კონკრეტულად ინტრიგებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემ შესახებ ბევრი ისეთი ჭორი მომისმენია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საერთოდ, სკანდალები და ინტრიგა არ მიყვარს.- შენ შესახებ ყველაზე სასაცილო ჭორი რა მოგისმენია? - ის, რომ ვარდისფერი "ბენტლი" მყავს და ჭავჭავაძეზე პენტჰაუსი მაქვს (იცინის). ჩემ შესახებ ისეთ ჭორებს ვისმენ, რასაც ჩემთვის ზიანი არ მოაქვს. ამიტომ ილაპარაკონ. ხომ გაგიგონიათ, - შეძახილმა ხე გაახმოო? შეიძლება, ეს ჭორები მართლა ამიხდეს (იცინის).- "ცეკვავენ ვარსკვლავებს" სკანდალები ახლავს თან. როგორც პროექტის მონაწილეს, უსამართლობის შეგრძნება გაგჩენია? - პირადად მე, არანაირი სკანდალის მსხვერპლი არ ვყოფილვარ. ჩემი მთავარი კონცენტრაცია იმისკენ არის მიმართული, რომ კარგად ვიცეკვო, მაყურებლის წინაშე კარგად წარვდგე. მინდა, მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო, რომ ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება მომცეს. დიდ სიამოვნებას ვიღებ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა მაბედნიერებს.იხილეთ ფოტოგალერეასრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 25 ოქტომბრის ნომერში ეთო ყორღანაშვილი