პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. მომიტინგეებმა კვლავ სცადეს ტერიტორიაზე კარვის შეტანა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს და კარავი ჩამოართვეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ინციდენტის შედეგად შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი. გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ასევე შეუერთდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და ელენე ხოშტარია, რომლებიც ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ და სამართალდამცველებს მოუწოდებენ, აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალება მისცენ.

"ინტერესები"