მგზავრები გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ორ მათგანს სხვა გამვლელი მანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

მგზავრები გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ორ მათგანს სხვა გამვლელი მანქანა დაეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე, ხევთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაშავდა. ისინი ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ორივე პაციენტი პოლიტრავმითაა შეყვანილი, ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რაც შეეხება ავტოავარიის მიზეზს, არსებული ინფორმაციით, დაზიანებული მიკროავტობუსის მგზავრები გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ორ მათგანს სხვა გამვლელი მანქანა დაეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"