ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან, "ნისანის" მარკის მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვლა ერთი, ორი კი მძიმედ დაშავდა. მანქანიდან დაშავებულები მაშველების დახმარებით ამოიყვანეს.

ისინი სასწრაფო დახმარების ჯუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მათი მდგომარეობა სტაბილუტად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის, მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.