როგორია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, სარალიძეს გამოკვლევები უტარდება.

ამასთან, კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაწერენ ზაზა სარალიძეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრსნიუსი"