როგორი ამინდი იქნება საქართველოში 28-29 ოქტომბერს?
გარემოს ერონული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს.
"თვის ბოლოს ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 28-29 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18-21 გრადუსი დაფიქსირდება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 28-29 ოქტომბერს ღამის საათებში 2-დან 4 გრადუსამდე იმერყევებს, რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უნალექო ამინდი თვის ბოლომდე გასტანს. დღეს თბილისში ჰაერის ტემერატურა 12-14 გრადუსი შენარჩუნდება, ხვალიდან კი 2-3 გარდუსით მოიმატებს. ღამე ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება" - აცხადებს დოდო გვაზავა.