როგორი ამინდი იქნება საქართველოში 28-29 ოქტომბერს? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 28-29 ოქტომბერს?

გარემოს ერონული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსის  დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს.

"თვის ბოლოს ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 28-29 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში  18-21 გრადუსი დაფიქსირდება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 28-29 ოქტომბერს ღამის საათებში  2-დან 4 გრადუსამდე იმერყევებს, რაც შეეხება დედაქალაქს, აქ უნალექო ამინდი თვის ბოლომდე გასტანს. დღეს თბილისში ჰაერის ტემერატურა 12-14 გრადუსი შენარჩუნდება,  ხვალიდან კი   2-3 გარდუსით მოიმატებს.  ღამე  ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება" - აცხადებს დოდო გვაზავა.