ილია მეორე: "ყველაფერი კარგად იქნება!" - კვირის პალიტრა

ილია მეორე: "ყველაფერი კარგად იქნება!"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

უწმინდესი კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე საპატრიარქოს მოსაყდრე, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.

"ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით", - განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ პატრიარქმა.

უწმინდესი სამების ტაძარში წაბრძანდა, სადაც საკვირაო წირვას აღავლენს.

იხილეთ ვიდეო