თეონა კონტრიძე: "სახლი, რომელიც "რუსთავი 2"-მა აჩვენა, არის ჩემი და არა გია ჟორჟოლიანის" - კვირის პალიტრა

თეონა კონტრიძე: "სახლი, რომელიც "რუსთავი 2"-მა აჩვენა, არის ჩემი და არა გია ჟორჟოლიანის"

მომღერალი თეონა კონტრიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ით ეთერში ნაჩვენები სახლი, რომელიც მათი ინფორმაციით, დეპუტატ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის - მისია.

თეონა კონტრიძე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ გია ჟორჟოლიანი პეკინის ქუჩაზე ცხოვრობს, თან არა ფუფუნებაში.

"ამჟამად ვიმყოფები კახეთში, კონცერტი მქონდა და ტრადიციულად გრიმის კეთების დროს ტელევიზორი ჩავრთე. რას ვხედავ - შუქდება, პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის "ოლიგარქული" სამფლობელო, ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას. სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონ გზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორ შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა. უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება", - აცხადებს თეონა კონტრიძე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა რამდენიმე მაღალჩინოსნის საცხოვრებელი სახლი აჩვენა, მათ შორის მათი ინფორმაციით, გია ჟორჟოლიანის, ნაფეტვრების დასახლებაში მდებარეობს და სამსართულიანია.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახლის საერთო ფართობი 646 კვ მეტრია.