"ქორწილი აქვს მეზობელს და სიებს ამიტომ ვადგენ" - რა უპასუხა გურიაში, საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ჟურნალისტს? - კვირის პალიტრა

"ქორწილი აქვს მეზობელს და სიებს ამიტომ ვადგენ" - რა უპასუხა გურიაში, საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ჟურნალისტს?

ქორწილი აქვს მეზობელს და სიას ვადგენ, - ასე უპასუხა გურიაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა ჟურნალისტს, რომელიც მასთან ჩართული კამერით მივიდა და ჰკითხა, თუ რა სიას წერდა.

მედიის წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ჟურნალისტია და აინტერესებს, თუ რა სიას ადგენს მოქალაქე, საარჩევნო უბანთან ახლოს.

"ვინ ბრძანდებით? ქორწილი აქვს მეზობელს და სიებს ვადგენ", - მიმართა კოორდინატორმა ჟურნალისტს.

ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო