გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში თაიგულით მივიდა - კვირის პალიტრა

გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში თაიგულით მივიდა

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველოში იქნება ევროპა და წინსვლა, ბოლშევიზმი და საბჭოთა დრო მორჩა.

ამის შესახებ ხაინდრავამ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში განაცხადა, სადაც ყვავილების თაიგულით მივიდა.

"რა მოლოდინი უნდა იყოს?! საქართველოს პრეზიდენტი ხდება ერთადერთი ღირსეული ადამიანი, ჩეკისტებისგან განსხვავებით. ერთი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, ახლა ოფიცერი გამოგვიგზავნეს და მესამე, გენერალი ალასანია მოსკოვში ზის. ბოლშევიზმი და საბჭოთა დრო მორჩა საქართველოში. საქართველოში იქნება ევროპა და წინსვლა. მოგილოცავთ სულ ყველას“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.