მტკვარში ავტომანქანას გადავარდა, რომელსაც 21 წლის ბიჭი მართავდა - კვირის პალიტრა

მტკვარში ავტომანქანას გადავარდა, რომელსაც 21 წლის ბიჭი მართავდა

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მსუბუქ ავტომანქანას 21 წლის ბიჭი მართავდა. მძღოლი მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. იგი დაშავებული არ არის და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის ამოყვანას მაშველები ამ წუთებში ახორციელებენ.