"უცებ ავარდა ცეცხლი. ვერ მოვასწარით სახლიდან ნივთების გამოტანა"- სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დაეწვა
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ღვინჯილიების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მამა და არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდნენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი გვიან შენიშნეს, რადგან მეზობელთან იმყოფებოდნენ.
" უცებ ავარდა ცეცხლი. ვერ მოვასწარით სახლიდან ნივთების გამოტანა. როგორც კი ვნახეთ, რომ ხანძარი იყო დავრეკეთ სახანძროში, მაგრამ სახლი მთლიანად დამწვარია", - ამბობს ბესიკ ღვინჯილია.
მეზობლების ინფორმაციით, ის სოციალურად დაუცველია და ერთსართულიანი სახლი, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა, სახელმწიფომ გაურემონტა.
ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობდა.
"ინტერპრესნიუსი"