"უცებ ავარდა ცეცხლი. ვერ მოვასწარით სახლიდან ნივთების გამოტანა"- სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დაეწვა - კვირის პალიტრა

"უცებ ავარდა ცეცხლი. ვერ მოვასწარით სახლიდან ნივთების გამოტანა"- სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დაეწვა

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ღვინჯილიების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მამა და არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდნენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი გვიან შენიშნეს, რადგან მეზობელთან იმყოფებოდნენ.

" უცებ ავარდა ცეცხლი. ვერ მოვასწარით სახლიდან ნივთების გამოტანა. როგორც კი ვნახეთ, რომ ხანძარი იყო დავრეკეთ სახანძროში, მაგრამ სახლი მთლიანად დამწვარია", - ამბობს ბესიკ ღვინჯილია.

მეზობლების ინფორმაციით, ის სოციალურად დაუცველია და ერთსართულიანი სახლი, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა, სახელმწიფომ გაურემონტა.

ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"