"გოგა ხა­ინ­დრა­ვა შემ­ხვდა თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის წინ, ატუ­ზუ­ლი იყო კე­დელ­თან და მი­თხრა..." - რომან გოცირიძის მოულოდნელი ჟესტი პირდაპირ ეთერში - კვირის პალიტრა

"გოგა ხა­ინ­დრა­ვა შემ­ხვდა თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის წინ, ატუ­ზუ­ლი იყო კე­დელ­თან და მი­თხრა..." - რომან გოცირიძის მოულოდნელი ჟესტი პირდაპირ ეთერში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ყვავილები მიართვა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატმა ამ ჟესტით გოგა ხაინდრავა "გააშარჟა".

"გოგა ხაინდრავა შემხვდა თქვენი ტელევიზიის წინ, ატუზული იყო კედელთან და მითხრა, ემასთან მისვლას ვერ ვასწრებ, დაბადების დღე შენ მიულოცეო. მაგრამ, დღეს დაბადების დღე არ გაქვთ. ყველაფერში ცდება ეს კაცი, გუშინ სალომეს მიულოცა პრეზიდენტობა..." - აღნიშნა ხუმრობით გოცირიძემ.

გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში თაიგულით მივიდა