"მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან, რა მაგრები"- რას წერს ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან, რა მაგრები"- რას წერს ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში

ქართველმა მომღერალმა ნინი ქარსელაძემ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრაზე სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად იმღერა და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს გულშემატკივრობდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა არჩევანი, ნინი ქარსელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, მის მიმართ  "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების კრიტიკის საპასუხოდ:

"დღეს მთელი დღე ვიფიქრე რა დამეწერა, მერე ფეისბუქი გავაუქმე, რათა ფეიკ ექაუნთებიდან შემოსული აგრესია ამესხლიტა. მაგრამ ვერ ვასიამოვნებ ვერავის, განსაკუთრებით იმ ნაც სექტას! ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ მოახდენთ,  ვისზეც მოახერხეთ, ისიც ღმერთმა შეგარგოთ.  შემდეგ ტურში გაჩვენებთ, ვინ ხართ სინამდვილეში. ხოდა,  ახლა მოემზადეთ, მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან, რა მაგრები.  მე ვსაუბრობ ჩემი ოჯახის, მომღერლების და კიდევ ბევრი ჩემი ახლობლის სახელით! არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა დარჩა, მაგრამ დარწმუნებული ვარ,  ჩვენი თანამოქალაქეები კარგად გაიხსენებენ იმ 9 წელს!!!!!!

ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ, მაგაზე არ დაგწყვეტთ გულს და თქვენც დაგპატიჟებთ.  ისე რა სასწაული ხალხი ხართ, მთელი დღე გაატარეთ ჩვენს ლანღვაში.  გგონიათ ვინმესთვის რამეს ნიშნავს?

P.S. ახლა ჩემიანებს მივმართავ: ნუ მოდუნდებით, სიკეთე გაიმარჯვებს.  ჩემი მხარდაჭერა რა თქმა უნდა "ქართულ ოცნებას" - წერს მომღერალი.