თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართი. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"