"არანაირი რევანში არ იქნება! ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შურისძიება აღარასოდეს დაიწყოს! დაიღალა ქვეყანა"
"არანაირი რევანში არ იქნება! ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შურისძიება აღარასოდეს დაიწყოს! დაიღალა ქვეყანა"
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. ბევრისთვის პირველი ტურის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, შედეგად მე-2 ტურში გავიდნენ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერილი კანდიდატები: სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. საკუთარ მოსაზრებას გვიზირებს მსახიობი და ყოფილი პარლამენტარი "ნაციონალური მოძრაობიდან" გია როინიშვილი:

- სამი თვის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე - კახეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო... ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და მათში ისეთი განწყობა იყო, რაც
არჩევნების პირელი ტურის შედეგში გამოჩნდა! კიდევ მეტს გეტყვით: ხალხის განწყობა კიდევ არ ჩანს მთლიანად, რადგან ეს არის ციფრები, რომლის უკანაც ხელისუფლების ძალიან დიდი ზეწოლა დგას! ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ გაყალბებას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რაც კი ბუნებაში არსებობს...

ამ დილით მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენელი
იძახდა, შეცდომები უნდა გამოვასწოროთო... - ჩემო ძვირფასებო, ახლა თქვენთვის ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მოემზადოთ და საკუთარი ნებით გადახვიდეთ ოპოზიციაში, ისიც ყველაზე კარგ შემთხვევაში... ძალიან მშვიდად და წყანარად უნდა მოიქცნენ, მათ უკვე აქვთ მაგალითი, თუ როგორ მიდის ხელისუფლება ოპოზიციაში. წინა ხელისუფლებისგან უნდა აიღონ მაგალითი! არანაირი შურისძიება და რევანში არ იქნება!
ის, რაც ჩვენ გავიარეთ ამ 6 წლის განმავლობაში და პირადად მე რაც გავიარე! ძალიან დიდი ტკივილი იყო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შურისძიება აღარასოდეს დაიწყოს! დაიღალა ქვეყანა!

- იმ ხალხს რას ეტყოდით, ვინც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებში მობრუნებით სისხლის ნიაღვრებს დააყენებსო... ყველას გვახსოვს მათი ხელისუფლებაში ყოფნისას რამდენი ცუდი რამ მოხდა, ციხეებში არსებული ვითარება გავიხსენოთ თუნდაც...

- ეს არის აბსოლუტური სისულელე და აბსურდი! გამოგონილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სურთ, რომ ეს ხელისუფლება შეინარჩუნონ! აქ არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", მთელი ოპოზიციური სპექტრი იმარჯვებს! ქართული ევროპელობა ზუსტად შურისძიების უარყოფას ნიშნავს!
რაც შეეხება ციხეებს, ჩვენ ყველაფერი გავიარეთ და ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ! ამათმა ვერც ჩვენ შეცდომებზე ისწავლეს და ვერც თავისაზე!
იწყება ხელისუფლების ცვლის პროცესი საქართველოში და ვინც ძალაუფლებას ჩაეჭიდება, ის უფრო მალე კარგავს მას!


(სპეციალურად საიტისთვის)

KETİLİ
31 ოქტომბერი 2018 14:52
GİLOCAVT DA GİSURVEBT BEDNİEREBAS
Nik
31 ოქტომბერი 2018 13:08
სასიამოვნოა გონებაგახსნილი ხალხის მოსმენა, ყოჩაღ გია
დარო
31 ოქტომბერი 2018 12:00
ბატონო გია, პირველ რიგში ყოჩაღ რომ ოჯახი გაამთლიანე და ისევ ერთ მუშტად ხართ შეკრულები. ქალბატონ თამრიკოს არც არასდროს გაუხსნია მუშტი. ყოჩაღ.თქვენს ცოლს. ასეთი ადამიანი იშვიათია. გაიხარეთ და იბედნიერეთ.ეხლა სულ სხვანაირად გამოიყურებით ვიდრე მაშინ. ბედნიერი ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები