"წყობიდან გამოვყავარ პატრულს - მაქვს უფლება კარვები გავშალო და რატომ მიკრძალავენ?" - კვირის პალიტრა

"წყობიდან გამოვყავარ პატრულს - მაქვს უფლება კარვები გავშალო და რატომ მიკრძალავენ?"

მაქვს უფლება კარვები გავშალო და რა უნდათ, რატომ მიკრძალავენ? - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქმე ეხება, შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელს.

„ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?,- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სარჩელით ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო