"პრემიერ მამუკა ბახტაძეს სუფრის ბოლომდე ელოდნენ, მაგრამ არ მოვიდა" - სად გადაიხადა ვანო ჩხარტიშვილმა გრანდიოზული დაბადების დღე?
"პრემიერ მამუკა ბახტაძეს სუფრის ბოლომდე ელოდნენ, მაგრამ არ მოვიდა" - სად გადაიხადა ვანო ჩხარტიშვილმა გრანდიოზული დაბადების დღე?
30 ოქტომბერს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს 55 წელი შეუსრულდა. იუბილარის დაბადების დღე თავდაპირველად თბილისში, რესტორან "მეტეხის ჩრდილში" დაიწყო, მისი ფინალური ნაწილი კი სატახტო ქალაქ მცხეთაში, რესტორან "გუჯარში" შედგა. იუბილარის სუფრას ქართველებთან ერთად, უცხოეთიდან, კერძოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ბიზნესმენები ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილიც საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ჩამოფრინდა.
ჩვენი ერთ-ერთი წყარო გვიყვება:
"დაბადების დღეზე ქართველ მომღერლებთან ერთად, რუსი შემსრულებლებიც მრავლად იყვნენ. თავადაპირველად იყო მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი შეიძლება მოსულიყვნენ და ჩხარტიშვილისთვის მიელოცათ, თუმცა
ისინი არ გამოჩენილან ისევე, როგორც პრემიერი მამუკა ბახტაძე, რომლის გამოჩენასაც სუფრის ბოლომდე ელოდნენ".

როგორც გავარკვიეთ, დაბადების დღეზე იმყოფებოდა ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, რომელიც გვიყვება, რომ რესტორანში ქართველები უმცირესობაში იყვნენ და ქართვლ ხელოვანთაგან ანსამბლ "ერისიონის" გარდა, იყვნენ: თემურ თათარაშვილი, ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე.

- ძალიან ლამაზი საღამო იყო, დაახლოებით, 100 კაცი ვიყავით. უცხოეთიდანაც იყვნენ სტუმრები, ქართველები უფრო – ნაკლები, მხოლოდ შინაური ხალხი იყო.
ჯემალ ჭკუასელი
- ამბობენ, რუსეთიდან ბიზნესმენები საკუთარი თვითმფრინავებით ჩამოვიდნენო, ვერ გვეტყვით, ვინ იყვნენ?
-  ძირითადად ბიშკეკიდან, ტაშკენტიდან და ბელორუსიდან იყვნენ.

- "შინაურებიდან" ვინ იყვნენ? მთავრობიდან, მაგალითად?
- არავინ, ახლა ვის სცალია ამისთვის? მეორეც, ვანო აკეთებს დიდ საქმეს. ფონდი "ქართული გალობა" ჩამოაყალიბა და სტუდენტებს სტიპენდიას უხდის. ეს დიდი ეროვნული საქმეა, ისინი მხოლოდ ქართულ-ხალხურ სიმღერებს სწავლობენ, ვიცნობ ამ ბიჭებს. ეს კაცი ერთადერთია, რომელმაც ფონდის გაკეთება მოიფიქრა. ის ხანდახან ჩვენც გვეხმარება.

- ბატონი ბიძინა, სალომე ზურაბიშვილი და სხვებიც ყოფილან მიპატიჟებუული, ასევე პრემიერი, რომელსაც ბოლო წუთამდე ელოდნენ, თურმე...
- არ ვიცი, ელოდებოდნენ? დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ უცხოეთიდან იყო უფრო მეტი ხალხი. ვანოს მამა ჩემი ძმაკაცი იყო - ძალიან ახლო მეგობარი, დაგვპატიჟა და მივედით.

- ვანოს მამა ვინ იყო?
- კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ბოლოს - მეცნიერი, ძალიან გვერდში მდგომი, დამხმარე კაცი. მამა-შვილი ასეთია - ქველმოქმედნი. ვანო ძალიან გულახდილი ბიჭია, ჩვენს კულტურას რომ ეხმარება, ეს დიდი საქმეა და ამას ვაფასებ.

- მომღერლებიდან ვინ იყვნენ იუბილეზე?
- ბუბა, ნანი, თემური და ჩვენ ვიყავით - "ერისიონი". იცეკვეს, იმღერეს და მართლა კარგი სანახაობა გამოვიდა.


(სპეციალურად საიტისთვის)

ირაკლი
01 ნოემბერი 2018 09:48
ვანო ჩხარტიშვილის არაფერი გინდოდეს. ხალხის გაღატაკების ხარჯზე ნაშოვნი ფული. უნდა დაუთვალო რამდენიც მიითვისა ეგ უნდა ჩამოართვა და მერე აფინანსოს
Zaza
31 ოქტომბერი 2018 20:06
Biujetidan moparuli fulit qvelmoqmedeba?
Fuli romelic pensionerebs, jariskacebs, policielebs, xeibrebs amoacala jibidan.
დ.ნ.
31 ოქტომბერი 2018 19:56
საწკლები, როგორ მეცოდებით, რომ იცოდეთ რა გელოდებათ მომავალში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები