"ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა" - ლილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახებისას 8 ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა" - ლილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახებისას 8 ადამიანი დაშავდა

ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

"ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს, თუმცა ყველა ადამიანი გონზეა. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ასევე: ლილოში ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც სავარაუდოდ, მგზავრები იმყოფებოდნენ

იხილეთ ვიდეო