ლილოში ყვითელი მიკროავტობუსის გადაბრუნებისას დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ლილოში ყვითელი მიკროავტობუსის გადაბრუნებისას დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს

ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი - „ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

იხილეთ ასევე: "ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა" - ლილოში ოთხი სატრანსპორტო საშუალების შეჯახებისას 8 ადამიანი დაშავდა